logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
logo2
არქივი
ინტერვიუ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან: „ჯაველინები“ საქართველოს თავის დაცვაში დაეხმარება
ინტერვიუ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან: „ჯაველინები“ საქართველოს თავის დაცვაში დაეხმარება
10:39 29.11.2017

საქართველო შეერთებული შტატებისგან მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ, ჯავშან-

საწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას იყიდის. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაყიდვაზე ნებართვა რამდენიმე დღის წინ გასცა და ის დასამტკიცებლად კონგრესს გაუგზავნა. თბილისი უკვე რამდენიმე წელია ცდილობს ამ სარაკეტო სისტემის ყიდვას. ექსპერტების შეფასებით, სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსთვის მისი მიყიდვისგან თავს სავარაუდოდ იმის გამო იკავებდა, რომ რუსეთის გაღიზიანება არ სურდა.

 

ჯაველინების გაყიდვაზე და საქართველოს თავდაცვისუნარიანობისთვის მის მნიშვნელობაზე ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს.

 

- ქალბატონო ბრიჯიტ, მადლობა ჩვენთვის დრო რომ გამონახეთ. სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთვის ჯაველინების მიყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. რამდენად მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილება?

 

- მადლობა თქვენ, რომ მოხვედით. 17 ნოემბერს სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესში ინფორმაცია გაგზავნა საქართველოსთვის ჯაველინის იარაღის სისტემის მიყიდვის დამტკიცებასთან დაკავშირებით. ეს გაყიდვა ამერიკის უცხოეთის სამხედრო გაყიდვების პროგრამის ფარგლებში მოხდა. იარაღის გაყიდვის ეს წინადადება საქართველოსა და ამერიკას შორის უკვე არსებული სამხედრო თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში ჯდება, რომლის მიზანიც საქართველოსთვის თავის დაცვის შესაძლებლობის მიცემა და ამერიკისთვის ძლიერი სამხედრო მოკავშირის დახმარებაა. საქართველო სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანაა, რომელსაც სრული უფლება აქვს აირჩიოს საკუთარი მომავალი, რაშიც თავდაცვის სფეროს ორიენტაცია და სამხედრო შესაძლებლობების წყაროებიც შედის.

 

- საქართველო ჯავლინის სისტემის შეძენას წლების მანძილზე - როგორც პრეზიდენტ ბუშის, ასევე პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის დროს ცდილობდა. რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ახლა?

 

- ჩვენ ბევრ ქვეყანასთან გვაქვს თანამშრომლობის შეთანხმება თავდაცვის სფეროში. საქართველოსთან წარმატებული სამხედრო თანამშრომლობა წლების მანძილზე გვაქვს. დღეს მოგეხსენებათ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციაა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება მიმდინარე პოლიტიკის ჩარჩოებში ჯდება.

 

- რამდენად მნიშვნელოვანია, თქვენი აზრით, ეს იარაღი საქართველოსთვის? შეძლებს თუ არა საქართველოს შეიარაღებული ძალები დღეს არსებული შესაძლებლობებით ამ სისტემის ათვისებას და გამოყენებას?

 

- მე არ მინდა საქართველოს მთავრობის ნაცვლად რამე ვთქვა. ჩვენი გადმოსახედიდან, მიგვაჩნია, რომ ეს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების თვალსაზრისით დიდი დანამატია. ეს სისტემა საქართველოს დაეხმარება უკეთ დაიცვას საკუთარი თავი, საკუთარი საზღვრები და ზოგადად, გააღრმაოს საკუთარი თავდაცვისუნარიანობა.

 

- სისტემა 75 მილიონი ღირს...

 

- დიახ, საუბარია 75 მილიონი დოლარის ოდენობის შესყიდვის წინადადებაზე და მასში შედის ჯაველინის სისტემის რამდენიმე სხვადასხვა კომპონენტი.

 

- ეს ერთჯერადი შესყიდვა იქნება თუ რამდენიმე წლის განმავლობაში გაიწერება?

 

- ტრანზაქციის დეტალებს ზუსტად ვერ გეტყვით. ამაზე ამერიკისა და საქართველოს მთავრობები მოგვიანებით შეთანხმდებიან. ამ ეტაპზე გადაწყვეტილების გამოცხადება და კონგრესისთვის მისი გაგზავნა იმას ნიშნავს, რომ ამერიკის მთავრობა მზადაა დადებითად გამოეხმაუროს საქართველოს მოთხოვნას ამ იარაღის ყიდვაზე. დეტალების შეთანხმება მას შემდეგ მოხდება, რაც შეთანხმების საბოლოო პირობები გვექნება.

 

- კონგრესისგან რაიმე წინააღმდეგობას თუ ელოდებით?

 

- კონგრესი, როგორც იცით, ამერიკის მთავრობის დამოუკიდებელი და თანასწორუფლებიანი შტოა. მსგავსი შესყიდვების დროს არსებობს წინასწარ გაწერილი შეტყობინების პროცესი. ამ პერიოდის განმავლობაში კონგრესთან კონსულტაციებს გავდივართ. არ მინდა კონგრესის სახელით ვისაუბრო, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მთავრობამ შესყიდვის პროცესის დასრულება გადაწყვიტა, წინ წასვლის შესაძლებობა იქნება.

 

 

 

წყარო: «Radio Voice of America» (აშშ)

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ თემურ ალასანიასთან-ვინ არის სააკაშვილის იდუმალი მფარველი?
18:06 19.02.2018
რუსული ტელეკომპანია «НТВ»-ს პროგრამაში «Новые русские сенсации» („ახალი რუსული სენსაციები“)
ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი: ქართულ არმიასა და სამართალდამცველ ორგანოებში ძალიან დიდი მხარდაჭერა მაქვს
11:31 09.02.2018

უკრაინაში მყოფმა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ინტერვიუ მისცა

ინტერვიუ
ინტერვიუ
კენეტ იალოვიცი: საქართველომ ის კონსტრუქციული კრიტიკა უნდა გაითვალისწინოს, რომელიც მეგობრებისგან მოდის
11:09 02.02.2018

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოს მიმართ მეტ მხარდაჭერას

ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ მელისა მუსიოსთან: საქართველოში NDI-ს გამოკითხვამ რამდენიმე საინტერესო საკითხი გამოკვეთა
11:32 22.01.2018

როგორც უკვე ცნობილია, აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა კავაკასიის

ინტერვიუ
ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან: ჩიხიდან გამოსასვლელად არაორდინალური აზროვნებაა საჭირო
13:26 15.01.2018

ათი წლის წინ საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. იმ

ინტერვიუ