logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
logo2
არქივი
ლევან დავითაშვილი: მოსახლეობას ვპირდები, რომ თუ ისინი 4 წლის შემდგომ მდგომარეობას დღევანდელს შეადარებენ, დიდ სხვაობას დაინახავენ
ლევან დავითაშვილი: მოსახლეობას ვპირდები, რომ თუ ისინი 4 წლის შემდგომ მდგომარეობას დღევანდელს შეადარებენ, დიდ სხვაობას დაინახავენ
13:50 16.10.2017
ლევან დავითაშვილი ბიზნესმენთა იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომლებმაც ბიზნესი პრაქტიკულად ნულიდან დაიწყეს და რომელთა წარმატების ფორმულა მხოლოდ და მხოლოდ დიდ შრომასა და ძალისხმევაშია.
რამდენიმე წლის წინ უბანში, საკუთარ სახლთან გახსნილი პატარა მაღაზიის მეპატრონე, ლევან დავითაშვილი ამჟამად სავაჭრო ობიექტების ქსელს ფლობს.
დღეს ლევან დავითაშვილი თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატია პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან" და კენჭს ვაზისუბნისა და მერვე ლეგიონის დასახლებაში იყრის.
როგორი იყო გზა წარმატებულ ბიზნესამდე, რატომ გადაწყვიტა მან პოლიტიკაში მოსვლა და რა გეგმები აქვს გამარჯვების შემთხვევაში "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატს ვაზისუბნისა და მერვე ლეგიონის დასახლებებთან მიმართებაში, ამ თემაზე საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" ლევან დავითაშვილს ესაუბრა:


-როგორი იყო გზა წარმატებულ ბიზნესამდე ?
ვთვლი, რომ წარმატებული ბიზნესი ჯერ ჩემთვის კიდევ შორსაა, თუმცა იმასთან შედარებით, რაც სასტარტო პერიოდში იყო, საკმაოდ წინ ვარ იმ კერძო სექტორში, რომელშიც ვსაქმიანობ. თუ თავიდან ჩემთან მომუშავე ადამიანების რიცხვი იყო 20-25, ახლა მათი რიცხვი 500-მდე გაიზარდა.

-მაშინ, როდესაც თქვენ ბიზნესში მოხვედით, საკმაოდ კონკურენტული გარემო იყო, ასეთ ვითარებაში, როგორ მოახერხეთ წარმატების მიღწევა?
-მე დავიმსახურე ნდობა იმ ადამიანების, რომლებიც ჩემთან თანამშრომლობენ. აი, ამ ნდობის საფუძველზე მოხდა ის სწრაფი განვითარება, რაც დღეს არსებობს. რეალურად, ეს ყველაფერი, ვფიქრობ, ადამიანებთან ურთიერთობის შედეგია. მაქსიმალურად ვითვალისწინებ ყველა ადამიანის ინტერესს და ვცდილობ მათ მოვერგო და მოვარგო ჩემი საქმე და არა პირიქით.

-ამ ფონზე რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში წასვლა და რატომ ვაზისუბანი?

-დავაკონკრეტებ, მე კენჭს ვაზისუბანსა და მერვე ლეგიონის დასახლებაში ვიყრი. მე აქ გავიზარდე, აქ ვცხოვრობ. ვიცი თითოეული ადამიანის პრობლემა და ის, რაც გარშემო ხდება. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ჩემი უბნისთვის მეტის გაკეთებას შევძლებ.
newspress.ws.com.ge

newspress.ws.com.ge

-კონკრეტულად, რის გაკეთებას აპირებთ გამარჯვების შემთხვევაში და რა არის თქვენი პროგრამის ძირითადი მიმართულებები ?

-რაც მოსახლეობასთან შეხვედრები დავიწყეთ, მივდივართ თითოეულ კორპუსთან და ვისმენთ ხალხის საჭიროებებს.
მოგეხსენებათ, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მასშტაბული პროგრამით წარსდა. ჩვენ განსაზღვრული გვაქვს ყველა ის პრობლემა და საჭიროება, რაც დღეს დედაქალაქის და შესაბამისად, ვაზისუბნისა და მერვე ლეგიონის მოსახლეობის წინაშე დგას.
ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, მე, რა თქმა უნდა ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პროგრამის ყველა ნაწილი მაქსიმალურად გავრცელდეს ვაზისუბნისა და მერვე ლეგიონის მოსახლეობაზე.
კონკრეტულად, ვგეგმავთ სკვერებისა და პარკების რეაბილიტაციას. შიდა გზების მოწესრიგებაცაა საჭირო. გვაქვს ასევე ტრანსპორტის პრობლემა. არის დასახლებები და მრავალრიცხოვანი კორპუსები, სადაც ტრანსპორტი არ მიდის და ხალხს სხვადასხვა ამინდში ფეხით გარკვეული მანძილის გავლა უჭირს. ეს დაპირებები არის გაჟღერებული და ჩვენ შევეცდებით, ეს ყველაფერი მიტანილი და გათვალისწინებული იყოს ქალაქის საკრებულოში. ჩამოთვლილთაგან ყველაფერი სჭირდება ვაზისუბანსა და მერვე ლეგიონს, რომ მოსახლეობისთვის აქ ცხოვრება უფრო კომფორტული გახდეს.

-დღეს თქვენ ამომრჩევლებთან საკმაოდ აქტიურ რეჟიმში ატარებთ შეხვედრებს. რამდენად მოახერხებთ კომუნიკაციის შენარჩუნებას მოსახლეობასთან გამარჯვების შემთხვევაში?
-როგორც წეღან უკვე აღვნიშნეთ, მე ვაზისუბნისა და მერვე ლეგიონის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ვიცნობ. აქედან გამომდინარე, მათთვის ჩემთან კომუნიკაციის პრობლემა. ჩემი საქმიანობის არეალი არის აქ და ყოველთვის მჭიდრო კავშირი მექნება ამ უბანთან. გარდა იმისა, რომ იქნება ბიურო და მათ აქ მოსვლა ნებისმიერ დროს შეეძლებათ, მე პირადად, გამარჯვების შემთხვევაში, თუ საკრებულოში მომავალ საქმიანობას არ ჩავთვლით, 24 საათიან რეჟიმში აქ ვარ და ყველგან, თუნდაც ქუჩაში მოვისმენ მათ პრობლემებს.
-ხშირად გვინახავს, რომ დაპირებები დაპირებებად რჩება...
-ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მე ვარ ლევან დავითაშვილი და იმ ადამიანებისთვის, ვინც მიცნობს, არ მინდა ვიყო ადამიანი, რომელიც მათ რაღაცას შეპირდა და რესურსი არ გამოიყენა. მაქსიმალურად შევეცდები, ჩემი სახელი და გვარი არ შევარცხვინო არცერთი ადამიანის წინაშე, რომელსაც ვიცნობ, მიცნობს და კიდევ გავიცნობ. არ მინდა ამ ადამიანებს 4 წლის შემდეგ მსგავსი წარმოდგენა ჰქონდეთ ჩემზე.

-საკმაოდ ბევრს საუბრობენ თქვენს ქველმოქმედებაზე და აგრეთვე იმაზე, რომ აქტიურად ეხმარებით ეკლესია-მონასტრებს...
-ქველმოქმედება ის თემაა, რომელზე საუბარი არ მსურს, ვინაიდან თუ რაიმეს ვაკეთებდი, არასდროს გამიკეთებია იმ მიზნით, რომ რაიმე ფორმით უკუსარგებელი მიმეღო. მოდით ეს თემა ამით ამოვწუროთ.
რაც შეეხება ეკლესია-მონასტრების მშენებლობას, მიმაჩნია, რომ ყველა მართლმადიდებლის ვალია შეძლებისდაგვარად ემსახუროს რწმენის გაძლიერებას და მეც ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში ამას ვაკეთებ.
-თქვენი ოჯახის შესახებ მოგვიყევით, როგორი მამაა ლევან დავითაშვილი, რომელსაც დროის დეფიციტი დეპუტატად არჩევის შემთხვევაში უფრო გაეზრდება?
-მყავს მეუღლე და სამი შვილი. ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, ცოტა რთულია ბავშვებთან დიდი დრო გავატარო, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობ და ვახერხებ, რომ ბავშვებისთვის განკუთვნილი დრო მათთან ერთად დავგეგმო და მათთან ერთად ვიყო.
newspress.ws.com.ge

newspress.ws.com.ge
-რას ეტყოდით ამომრჩეველს, როგორც პოლიტიკოსი, რომელმაც მათი ინტერესები მომდევნო 4 წლის განმავლობაში უნდა დაიცვას?
-მე ამომრჩევლებთან სულ ვსაუბრობ ამაზე და მომავალშიც ვისაუბრებ, რომ შევეცდები განვახორციელო თითოეული პროექტი, რაც ჩემი უბის მოსახლეობისთვის პრიორიტეტულია. პრობლემები იქნება განხილული და მიტანილი თვითმმართველობაში, ხოლო იქიდან წამოსული ნებისმიერი პროექტი იქნება ამ ადამიანებთნ ერთად განხილული. ნებისმიერ ცვლილებაშიც ისინი მიიღებენ მონაწილეობას და მათი სურვილი აუცილებლად გათვალისწინებული იქნება.
21 ოქტომბერს აქტიურობისა და სწორი არჩევანის გაკეთების შემთხვევაში, ვაზისუბნისა და მერვე ლეგიონის მოსახლეობას ვპირდები, რომ თუ ისინი 4 წლის შემდეგ თავიანთ უბნის მდგომარეობას დღევანდელ მდგომარეობას შეადარებენ, ძალიან დიდ განსხვავებას დაინახავენ.

ესაუბრა თათია ტუხაშვილი


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ინტერვიუ ვახტანგ კიკაბიძესთან: რუსეთი ძალიან მიყვარს!
10:50 20.07.2018

"მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირში ცნობილი „მიმინო“, მეგობრებისთვის კი უბრალოდ ბუბა, ბოლო დროს

ინტერვიუ
„სიყვარულთან შერეული სიძულვილი“-პოლონელი ანალიტიკოსის თვალით დანახული რუსულ-აფხაზური ურთიერთობები
10:16 16.07.2018

ინტერვიუში ვარშავის აღმოსავლური კვლევების ცენტრის ანალიტიკოსი ვოიცეხ გურეცკი ჟურნალისტ

ინტერვიუ
რუსი ექსპერტი: აშკარად ჩანს, რომ საქმე საქართველოს ნატო-ში მიღებისაკენ მიდის, რუსეთს კი მის შესაჩერებლად რეალური ბერკეტი არ აქვს
16:13 13.07.2018

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი

ინტერვიუ
გელა დუმბაძე: გამარჯვება მხოლოდ ცივი გონებითაა შესაძლებელი
12:49 11.07.2018

უკრაინის ყოველკვირეულ გაზეთ «Аргументы недели»-ში გამოქყვეყნებულ ინტერვიუში საქართველოს

ინტერვიუ
მაქსიმ შევჩენკო: ამერიკელები საქართველოში გადატრიალებას ამზადებენ
10:32 08.06.2018
რუსეთის რადიოსადგურ «Эхо Москвы»-ს პროგრამა «Особое мнение»-ს სტუდიაში ისაუბრეს გადაცემის
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ ვლადიმერ პუტინთან: სააკაშვილის მსგავსი კლოუნები არ გვჭირდება
11:15 05.06.2018
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ავსტრიაში ვიზიტის წინ, ინტერვიუ მისცა ავსტრიის
ინტერვიუ
რუსი პოლიტოლოგების კომენტარები: სირიის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის არიარება რუსეთის პრესტიჟს ურტყამს
14:17 30.05.2018
ყოველთვის, როცა აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს რომელიმე სახელმწიფო აღიარებს, იბადება კითხვა - რა