logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
ვან ბაიბურთის ინტერვიუ სომხურ გაზეთთან: ვიღაცას უნდა იტრაბახოს, რომ სომხეთს ნატოს წვრთნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს
ვან ბაიბურთის ინტერვიუ სომხურ გაზეთთან: ვიღაცას უნდა იტრაბახოს, რომ სომხეთს ნატოს წვრთნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს
13:07 21.09.2017
ინტერვიუში საქართველოს სომხურენოვან გაზეთ „ვრასტან“-ის („საქართველო“) მთავარი რედაქტორი ვან ბაიბურთი „ლრაგირის“ კორესპონდენტ სირანუშ პაპიანთან ქართულ-სომხურ ურთიერთობებზე და მის პერსპექტივებზე საუბრობს.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალას მცირე შემოკლებით:

- ბატონო ვან, როგორ შეაფასებდით იმ ფაქტს, რომ სომხეთმა უარი თქვა საქართველოში გამართულ ნატოს სამხედრო წრთვნებში მონაწილეობაზე?
- ჯერ ისაა გასარკვევი, წარადგინა თუ არა სომხეთმა განაცხადი სამხედრო წრთვნებში მონაწილეობაზე. რამდენადაც მე ვიცი, სომხეთს განაცხადი არ წარუდგენია. გასარკვევია, რატომ გაჩნდა ეს პრობლემა, ვისთვისაა მომგებიანი იმის ჩვენება, რომ სომხეთი უარს აცხადებს ნატოს მანევრებში მონაწილეობაზე. ვიღაცას შეუძლია იმით ტრაბახი, რომ სომხეთი მის ხელშია და წრთვნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს, ანუ იმ ქვეყანას, რომელმაც ოთხი წლის წინათ სომხეთი აიძულა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე უარი ეთქვა იმ მომენტში, როცა ერევნის დელეგაცია უკვე ბრიუსელში გასამგზავრებლად ემზადებოდა.
- თქვენ მხედველობაში გაქვთ რუსეთი?
- არ ვიცი, ოფიციალურად რუსეთი არ სახელდება, მაგრამ „ვიღაც“ ტრაბახობს, რომ მის ნებას ემორჩილებიან. ახლაც, ალბათ, იმ „ვიღაცას“ დაჭირდა, რომ აჩვენოს - სწორედ მან ათქმევინა უარი სომხეთს წრთვნებში მონაწილეობაზე. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში სომხეთის დადანაშაულება არ ღირს.
- მაგრამ სომხეთი ხომ საქართველოში გამართულ წრთვნებში ადრეც მონაწილეობდა? იმ დროს რუსმა ექსპერტებმა განაცხადეს, რომ თუ პროცესები ასე განვითარდება, მაშინ ნატოს სომხების თურქებთან და აზერბაიჯანელებთან შერიგება მოუწევსო...
- ვფიქრობ, სომხეთის წრთვნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით რეაქცია „მოსკოვ-ბაქო-კავკასიის“ კონფერენციაზე შემუშავდა. როგორც ჩანს, იქ სომხეთისათვის რაღაცის თქმა უნდოდათ, მაგრამ იმპერიის დრომ უკვე ჩაიარა. ამ მხრივ თვალსაჩინოა ბრიტანეთის იმპერიის მაგალითი, რომელმაც თავისი არსებობა ავსტრალიის საქმეებში ჩაურევლობით შეწყვიტა. ის იმპერიები, რომლებიც არსებობის შენარჩუნებას სხვადასხვა ფორმით ცდილობენ, განწირულები არიან. შეხედეთ, დსთ-საგან არაფერი გამოვიდა. იგივე ბედი ეწევა ევრაზიულ კავშირსაც.
- როგორ აფასებთ სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების ამჟამინდელ ეტაპს იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრია, საქართველოს კი ხელი აქვს მოწერილი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე?
- ისტორიულად ჩვენ ყოველთვის სხვადასხვა ბანაკებში ვიყავით. იყო დრო, როცა საქართველო ბიზანტიის იმპერიის მფარველობა-გავლენის სფეროში შედიოდა, ხოლო სომხეთი - სპარსეთის შემადგენლობაში, თუმცა სომხეთ-საქართველოს შორის ურთიერთობა მტრული არასდროს ყოფილა, რადგან მათ შორის ახლო ნათესაური კავშირები არსებობდა. სომხეთი და საქართველო, ვიღაც ოკუპანტების სახელით, ერთმანეთის წინააღმდეგ არ გამოვლენ. არავინ იოცნებოს სომხებსა და ქართველებს შორის განხეთქილების შეტანაზე. ჩვენ ერთმანეთთან ურთიერთობა გენეტიკურ კოდში გვაქვს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ყოველთვის ამბობს, რომ კავკასიაში ორი ქრისტიანული კუნძულია - საქართველო და სომხეთი. როგორც კი ჩვენ ერთმანეთს დაგვაშორებენ, ორივე სახელმწიფო გაქრება. ისლამური სარტყელის მიმართ წინააღმდეგობის გასაწევად, რაზედაც უკვე ლაპარაკობენ, ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ.
- თქვენი აზრით, როგორია დღეს სომხეთ-საქართველოს ეკონომიკური კავშირები?
-ამ ეტაპზე სომხეთი და საქართველო სხვადასხვა ეკონომიკურ ზონაში იმყოფებიან. ალბათ, ეს კარგია იმისათვის, რომ დავინახოთ, რომელი მოდელი უფრო ეფექტურად მუშაობს. სომხეთმა თავისი გზა აირჩია. გასაგებია, რომ ევრაზიული კავშირის წევრობას მსოფლიოში ცუდ ტონად, არაპრესტიჟულად თვლიან, თუმცა მე ის ცუდ ორგანიზაციად არ მიმაჩნია. ისე კი, მოდით მოვითმინოთ და ვნახოთ, რა დარჩება ევრაზიული ეკონომიკური კავშირისაგან 5 წლის შემდეგ.
- თქვენ იმედოვნებთ, რომ სომხეთი გონს მოეგება და ევრაზიული კავშირიდან გამოვა?
- თუ ეკონომიკა უფსკრულში ვარდნას დაიწყებს, მაშინ, რა თქმა უნდა, სომხეთი თავის ინტერესებს ევრაზიულ კავშირს არ შეწირავს. და თუ ცხოვრება აჩვენებს, რომ ევრაზიული კავშირის წევრი ქვეყნების ეკონომიკა სწორი მიმართულებით ვითარდება, მაშინ შესაძლოა საქართველომაც მოისურვოს მასში გაწევრიანება. არ ღირს იმ ქვეყნების კრიტიკა, რომლებმაც ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება გადაწყვიტეს. ყველამ კარგად იცის დასავლეთის ნეგატიური დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, მაგრამ მე სანქციების მოწინააღმდეგე ვარ. გავიხსენოთ, რომ მე-11 - მე-12 საუკუნეებში ბიზანტია სწორედ ამგვარი „სანქციებით“ დაასუსტეს, შემდეგ მის ადგილზე ჯერ ოსმალეთი, შემდეგ კი თანამედროვე თურქეთი გაჩნდა, რომელიც ევროპისათვის დღეს პრობლემადაა გადაქცეული. თუ რუსეთს რამე დაემართება, ყველასთვის ცუდი იქნება - ევროპისთვისაც და მისი მეზობლებისთვისაც. თავის დროზე ევროპა ქრისტიანულ მეზობელს - ბიზანტიას არ დაეხმარა და [მუსულმანმა] თურქ-სელჯუკებმა იმპერია გაანადგურეს. დღეს შეიძლება [რუსეთის მაგალითზე] ისტორია კვლავ განმეორდეს.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ინტერვიუ IFES-ის პრეზიდენტ ბილ სუინსთან: საქართველოში არჩევნების სისტემა დაიხვეწა
15:03 18.10.2017
ინტერვიუ ბილ სუინსთან, IFES -ის (საარჩევნო სისტემების საერთაშორის ფონდის)
ინტერვიუ
ინტერვიუ
ახალი მუსიკალური ბრენდი ახალი შემადგენლობითა და ახალი რეპერტუარით
15:16 17.10.2017
ქართული ფოლკლორული სამყაროსთვის ნადირაშვილების მუსიკალური ოჯახი კარგად
ინტერვიუ
ღვინის ფესტივალი
საქართველოს მაშტაბით „ქართული ღვინის კვირეული“ ჩატარდა
13:43 12.10.2017
საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, „ქართული
ინტერვიუ
ინტერვიუ ემინ მილთან: აფგან მუხთარლის დაკავების ფაქტმა საქართველოს იმიჯი დააზარალა
09:56 27.09.2017
ემინ მილი რამდენიმე წლის წინ აზერბაიჯანში ცნობილი ბლოგერი იყო. 2009 წელს
ინტერვიუ
ინტერვიუ სტივენ ნიქსთან: IRI თვითმმართველობის არჩევნებს არ შეაფასებს
09:50 27.09.2017
ინტერვიუ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) ევრაზიის პროგრამის
ინტერვიუ
ინტერვიუ ვახტანგ ყოლბაიასთან: 24 წლის შემდეგ ცხადი ხდება, რომ აფხაზებსაც ნელ-ნელა ხელიდან ეცლებათ აფხაზეთი
09:35 27.09.2017
სოხუმის დაცემიდან 24 წელი გავიდა. გთავაზობთ ინტერვიუს აფხაზეთის მთავრობის
ინტერვიუ
ინტერვიუ
თამარ ჩუგოშვილი: სააკაშვილის საქმე ჩემთვის სხვა საქმეებისგან არაფრით განსხვავდება
15:03 19.09.2017
გასულ კვირას აშშ-ში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია იმყოფებოდა, რომლის წევრებს არაერთი
ინტერვიუ
გიორგი სამანიშვილი: საქართველო პირველი უცხო ქვეყანაა, რომელიც ბორდოში ღვინის გამოფენაზე მიიწვიეს
15:08 13.09.2017
შემოდგომის დადგომასთან ერთად საქართველოში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა. ამ დროისთვის უკვე