logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
logo2
არქივი
გიორგი სამანიშვილი: საქართველო პირველი უცხო ქვეყანაა, რომელიც ბორდოში ღვინის გამოფენაზე მიიწვიეს
გიორგი სამანიშვილი: საქართველო პირველი უცხო ქვეყანაა, რომელიც ბორდოში ღვინის გამოფენაზე მიიწვიეს
15:08 13.09.2017
შემოდგომის დადგომასთან ერთად საქართველოში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა. ამ დროისთვის უკვე 20 000 ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის დაახლოებით 20%-ს შეადგენს.
კახეთში, რთველი პიკს დაახლოებით 10 დღეში მიაღწევს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა ქართული ქართული მეღვინეობის დარგში საფრანგეთის ქალაქ ბორდოში ღვინის გამოფენაა, სადაც საქართველო იქნება პირველი უცხოური ქვეყანა, რომელიც ამ საგამოფენო სივრცეში იქნება წარმოდგენილი.
რა მდგომარეობაა დღეისთვის ქვეყანაში რთველის მიმდინარეობის მიმართულებით, აგრეთვე, რას ნიშნავს ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის ბორდოს საგამოფენო სივრცე, საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესს" ღვინის ეროვნული სააგენტოს თავჯდომარე გიორგი სამანიშვილი ესაუბრა:

-მართალია ჯერჯერობით რთველი პიკურ ფაზაში არ გადასულა, მაგრამ რა შეგიძლიათ გვითხრათ დღევანდელი მდგომარეობის შესახებ იგივე ჩაბარების, მოსავლის რაოდენობისა და ხარისხიანობასთან დაკავშირებით?

-დასაწყისისთვის მინდა დავაზუსტო, რომ რთველი ფაქტობრივად უკვე აქტიურ ფაზაში გადავიდა. ყოველდღიური გადამუშავება 3 000 ტონამდე ავიდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ახლა კახეთში საკმაოდ აქტიურია კრეფის პროცესი და ფაქტობრივად, უკვე 20 000 ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა. მოსავლის დაახლოებით 20 პროცენტი უკვე დაწურულია. ასე, რომ კრეფა აქტიურად მიდის და ალბათ, მომავალ კვირაში, დაახლოებით 10 დღის მანძილზე კახეთში კრეფის პიკი იქნება.

-რაც შეეხება ჩაბარების პროცესს?

-ჩაბარების პროცესი საკმაოდ ორგანიზებულად მიდის. წელს, წინა წლებთან შედარებით განსხვავებული ის არის, რომ კერძო სექტორი ყურძენს სრულად ითვისებს და სახელმწიფოს, შესყიდვაში ჩარევა ფაქტობრივად არ დასჭირვებია. აქედან გამომდინარე, ნაკლებია აჟიოტაჟი და ხმაური. რთველი მიდის ისე, როგორც უნდა მიდიოდეს ნორმალურ პირობებში და წელს, თუნდაც სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდიის შეწყვეტა კიდევ ერთხელ ჩანს, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო. ანუ აღარ არის საჭირო, სახელმწიფოს აქტიური ჩარევა რთველის პროცესში.
-რაც შეეხება სუბსიდირების შეწყვეტას, ამან ხომ არ იმოქმედა ფასთწარმოქმნაზე და შესაბამისად, უკმაყოფილება ხომ არაა გლეხებში ამის გამო?

-ამ საკითხზე შეიძლება ვთქვათ, რომ პირიქით მოხდა. სახელმწიფოს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ სუბსიდირების აქტიური პროცესიდან გამოსულიყო, თუმცა წინა წლებში მაინც იყო ამის საჭიროება და სახელმწიფოც იღებდა თავის თავზე პასუხისმგებლობას, დარჩენილიყო სუბსიდირებაში, თუმცა წელს მოთხოვნა-მიწოდების ბაზრის ანალიზი უკვე გაკეთდა და შევამჩნიეთ, რომ მოთხოვნა იმდენად იყო გაზრდილი ექსპორტის ზრდიდან და ზოგადად დარგის გაჯანსაღებიდან გამომდინარე, რომ სუბსიდირების საჭიროება აღარ იყო. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ სუბსიდირება შეწყვიტა, წელს ფასი იგივე და ზოგიერთ შემთხვევაში გაცილებით მაღალია, ვიდრე წინა წლებში. ასე, რომ არანაირი უკმაყოფილება არ ყოფილა, პირიქით.
-თუ ტენდენციას გავითვალისწინებთ, შეიძლება, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო გაიზარდოს ფასი და ისევ მხოლოდ და მხოლოდ კერძო სექტორის ხარჯზე?

-ასე ვერ ვიტყვი. წელს ფასი გაიზარდა და ბაზარმა მოთხოვნილებიდან გამომდინარე განსაზღვრა, რომ ფასი უფრო მაღალია, ვიდრე წინა წლებში იყო, თუმცა ფასი მაინც მოთხოვნილებიდან გამომდინარე დგება. არის იმის რისკიც, რომ ფასი დაეცეს, თუმცა ამის წინაპირობები ჯერჯერობით არ არსებობს. ვფიქრობ, მომავალ წელს ფასი შენარჩუნდება და საინტერესო იქნება როგორც მყიდველისთვის, ისე გამყიდველისთვის. ფასის ძალიან მაღლა აწევას არ ველოდებით, რადგან ამან შეიძლება დააზარალოს და შეაფერხოს ღვინის ექსპორტი, რაც არ არის მისასალმებელი.
-თუ გაქვთ მონაცემები დაახლოებით რამდენი ქარხანა იბარებს კახეთში ღვინოს ?

-ჩვენს საკორდინაციო შტაბში უკვე დარეგისტრირდა 150 -მდე ღვინის კომპანია. დღეის მდგომარეობით, კახეთში ყურძენს 80-მდე კომპანია იბარებს და ამუშავებს. ჯამში, მეტ-ნაკლები რაოდენობით, ყურძენს 150 კომპანია გადაამუშავებს.

-არსებული ინფორმაციით, წელს პირველად სეტყვით დაზიანებული ყურძნის ჩაბარებაც ხდება, რასაც ადრე არ იღებდნენ ქარხნები შედარებით დაბალი ხარისხის გამო.....

-დასეტყვილი ყურძენი წინა წლებშიც ბარდებოდა. სახელმწიფოს ჩარევა მაშინ არის ხოლმე საჭირო, თუ კერძო სექტორი არ იბარებს დასეტყვილ ყურძენს. მოგეხსენებათ, რომ კახეთში სეტყვამ რამდენიმე მუნიციპალიტეტი დააზარალა. ამ შემთხვევაში იმ მევენახეების მოსავალს, რომლებიც ვერ შეძლებენ ყურძნის კერძო სექტორში ჩაბარებას, სახელმწიფო ჩაიბარებს, თუმცა რა თქმა უნდა, ამ პროცესში კერძო სექტორიც ჩართული იქნება.

-კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემას მინდა შევეხოთ. კონკრეტულად, ღონისძიებას, რომელიც საფრანგეთში, ბორდოშია დაგეგმილი. პრაქტიკულად ქართული ღვინის ასეთი პრეზენტაციის პრეცედენტი მსოფლიო ბაზარზე, როგორც ვიცი არ არსებობს. კონკრეტულად რა ღონისძიებაა, როგორ იქნება წარმოდგენილი საქართველო და რას ველოდებით ამ ღონისძიებისგან?

-ცოტა შორიდან დავიწყებ. მთავრობის პოლიტიკაც ასეთი იყო და ღვინის სააგენტოს სტრატეგიაშიც შემდეგი მონახაზი გვაქვს: რაც შეიძლება ნაკლები ჩარევა უნდა იყოს წარმოების პროცესში და მეტი აქტიურობა მარკეტინგულ ღონისძიებებსა და ზოგადად, ქართული ღვინის ცნობადობის გასაზრდელად.
წლების განმავლობაში, ჩვენ ამ სტრატეგიის მიხედვით ბევრ ღონისძიებას ვახორციელებთ. წელიწადში, მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და მონაწილეობით 100-მდე ღონისძიება ეწყობა. უკვე შეიძლება ითქვას, რომ დარგის ერთობლივი მუშაობის შედეგად გვაქვს ძალიან კარგი წინსვლა, განსაკუთრებით ახალ ბაზრებზე ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდაში, ზოგადად გაყიდვებისა და ლოიალურობის გაზრდაშიც. ასე რომ, ღონისძიება, რომელიც იმართება ბორდოში, ამ მუშაობის შედეგია.
რაც შეეხება თვითონ ამ ღონისძიებას, ბორდოში ფაქტობრივად, მსოფლიოს მეღვინეობის დედაქალაქში, შეიქმნა მუზეუმი "ღვინის ქალაქი", რომელსაც მეორენაირად "ღვინის ცივილიზაციის მუზეუმსაც" ეძახიან. პრინციპში, მსოფლიოში ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საგამოფენო სივრცეა ღვინის თემაზე და აქ პირველი უცხო ქვეყანა, რომელიც მოწვეულია, არის საქართველო, რომლის საგამოფენო სივრცეშიც ოთხი თვის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის მევენახეობა-მეღვინეობის კულტურა იქნება წარმოდგენილი. ეს არის გამოფენა, რომელიც რამდენიმე უწყებამ ერთად მოამზადა. აქ ჩართული იყო საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის კომპანიების კერძო სექტორი და სხვადასხვა სამინისტროები. გამოფენის პარალელურად ძალიან ბევრი ღონისძიებები და პრეზენტაციებია დაგეგმილი, სადაც ქართულ ღვინოს და ღვინის კულტურას წარადგენს ქართული მხარე, მაგრამ ამასთან, ძალიან ბევრი ჩვენი უცხოელი პარტნიორი, მეგობარი და ქართული ღვინის დამფასებელი მოაწყობს სხვადასხვა ტიპის კონფერენციებს. ოთხი თვის განმავლობაში საკმაოდ დატვირთული ღონისძიებებია დაგეგმილი ბორდოში. როგორც აღვნიშნე, ეს იმ მუშაობის შედეგია, რაც ჩვენმა მევენახეობა-მეღვინეობის დარგმა გასწია და ძალიან კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს ქართული ღვინის ცნობადობა.
ყოველდღიურად რამდენიმე ასეული სტუმარი მოდის ამ გამოფენაზე და ეცნობა საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის უძველეს კულტურას. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა ქართული მხარის ორგანიზებით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
მაქსიმ შევჩენკო: ამერიკელები საქართველოში გადატრიალებას ამზადებენ
10:32 08.06.2018
რუსეთის რადიოსადგურ «Эхо Москвы»-ს პროგრამა «Особое мнение»-ს სტუდიაში ისაუბრეს გადაცემის
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ ვლადიმერ პუტინთან: სააკაშვილის მსგავსი კლოუნები არ გვჭირდება
11:15 05.06.2018
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ავსტრიაში ვიზიტის წინ, ინტერვიუ მისცა ავსტრიის
ინტერვიუ
რუსი პოლიტოლოგების კომენტარები: სირიის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის არიარება რუსეთის პრესტიჟს ურტყამს
14:17 30.05.2018
ყოველთვის, როცა აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს რომელიმე სახელმწიფო აღიარებს, იბადება კითხვა - რა
ინტერვიუ
სტივენ ჯონსი: საქართველოს შიდა პოლიტიკას დღესაც იგივე შინაარსის პრობლემები აქვს, რაც პირველ რესპუბლიკას ჰქონდა
12:32 25.05.2018
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ასი წლისთავზე მაუნტ ჰოლიოკის კოლეჯის
ინტერვიუ
მაქსიმ შევჩენკო: რუსეთში სომხური და აზერბაიჯანული ლობისტები საქართველოს წინააღმდეგ მუშაობენ
12:23 18.05.2018
რუსეთის ოპოზიციური რადიოსადგურის Эхо Москвы-ს პროგრამა Особое мнение-ს სტუდიაში
ინტერვიუ
ინტერვიუ მარკ ბერენტთან: რატომ გაუარესდა საქართველოს რეიტინგი „ფრიდომ ჰაუზის" ანგარიშში
11:00 11.05.2018

გთავაზობთ ინტერვიუს "ფრიდომ ჰაუზის" ევროპის და ევრაზიის პროგრამების დირექტორთან, მარკ ბერენტთან:

ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთის ექს-პრემიერთან: პუტინმა კარდინალური შეცდომა 2014 წელს დაუშვა, მანამ კი-2008 წელს დასავლეთი შეცდა
12:25 13.04.2018

ჩეხეთის ყოველდღიური გაზეთის «Lidovky»-ს კორესპონდენტმა პეტრა პროხაზკოვამ ინტერვიუ

ინტერვიუ
დანიელ ფრიდი: მზარდ დასავლეთთან შეერთება ხვალ არ მოხდება და ეს პროცესი არც ქართველების სასურველი განრიგის მიხედვით დამთავრდება
12:28 05.04.2018

ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე ყოფილი დიპლომატი დანიელ ფრიდი აცხადებს, რომ დიდი