logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
logo2
არქივი
საქართველოში პირველად ე.წ. დამწიფებული ხორცის წარმოება დაიწყო
საქართველოში პირველად ე.წ. დამწიფებული ხორცის წარმოება დაიწყო
11:51 12.08.2017
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით, პარლამენტის წევრებმა დღეს რაჭაში ქართულ-შვეიცარიული ინვესტიციით შექმნილი, ხორცისა და ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანიის „ბლაუენშტაინ საქართველოს“ ხორცის გადამამუშავებელი საწარმოო კომპლექსი დაათვალიერეს.
კომპლექსი მესაქონლეობის თანამედროვე ფერმას, საერთაშორისო სტანდარტების სასაკლაოსა და ვეტერინარულ ლაბორატორიას აერთიანებს. პარლამენტის წევრები იმყოფებოდნენ სოფლებში - სორი და შარდომეთი, სადაც მოინახულეს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმები, რომლებიც სახელმწიფო შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობენ.
საქართველოს პარლამენტის წევრებმა კომპანია ,,ბლაუენშტაინ საქართველოს“ თანამშრომლებთან სათაო ფერმაში სამუშაო შეხვედრა გამართეს.
„მეცხოველების დარგის განვითარებას ქართულ-შვეიცარიული საწარმო მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. კომპანიის სპეციალისტების ზედამხედველობით ხორციელდება ცხოველთა მოვლა-პატრონობა და მიღებულ მაღალხარისხიან პროდუქციას კი ისევ კომპანია იბარებს. სასურველია, რომ ეს მოდელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგოს. ეს მნიშვნელოვნად განავითარებს როგორც დარგს, ასევე ხელს შეუწყობს ცხოველთა გენეტიკის გაუმჯობესებას და პროდუქტიულობის ზრდას“, - განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ.
როგორც შეხვედრაზე კომპანიის დამფუძნებელმა ირაკლი კერვალიშვილმა აღნიშნა, კომპანიამ საერთო ჯამში 22 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა და რამდენიმე ასეულ მსხვილფეხა პირუტყვს ფლობს, ასევე ხელს უწყობს კერძო ფერმების განვითარებას. კომპანიაში100-მდე ადგილობრივია დასაქმებული. საწარმო აღჭურვილია შვეიცარიულ-ფრანგული უახლესი ტიპის აპარატურით.
„ბლაუენშტაინ საქართველომ“ პირველად საქართველოში თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით, ე.წ. „დამწიფებული ხორცის“ წარმოებაც დაიწყო. პირუტყვის სპეციალური მეთოდით დაკვლის შემდეგ, ხორცს რამდენიმე დღის განმავლობაში შეაბამისი ტენიანობისდა ტემპერატურის მქონე მაცივრებში განათავსებენ, რაც ხორცში მჟავიანობის მინიმუმამდე შემცირებას უწყობს ხელს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო გარკვეული პრობლემების საკანონმდებლო დონეზე მოგვარების საკითხს. კანონმდებელთა განცხადებით, ბევრი საკითხის მიმართ ქვეყანაში ერთიანი მოდელი ვერ იმუშავებს და შესაძლებელია დიფერენცირებული რეგულაციები დაწესდეს ე.წ. მთის კანონის მიხედვით.
ოთარ დანელიას განცხადებით, საშემოდგომო სესიაზე კომიტეტი აქტიურად იმუშავებს პრობლემების საკანონმდებლო გზით გადაჭრის მიმართულებით.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლით ღონისძიებაში კომიტეტის წევრებთან ერთად, ასევე მონაწილეობდნენ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები გიორგი ვოლსკი და ზვიად ძიძიგური, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე გრიგოლ ლილუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.
კომპანია „ბლაუნშტაინ საქართველო" 2009 წელს, ქართულ-შვეიცარული ინვესტიციით დაფუძნდა და რაჭაში უკვე 22 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. კომპანია რაჭაში ფერმების ქსელს 2015 წლიდან ფლობს. მნიშვნელოვანია, რომ კომპანია 2018 წელსყველის და რძის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობასაც გეგმავს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ინტერვიუ IFES-ის პრეზიდენტ ბილ სუინსთან: საქართველოში არჩევნების სისტემა დაიხვეწა
15:03 18.10.2017
ინტერვიუ ბილ სუინსთან, IFES -ის (საარჩევნო სისტემების საერთაშორის ფონდის)
ინტერვიუ
ინტერვიუ
ახალი მუსიკალური ბრენდი ახალი შემადგენლობითა და ახალი რეპერტუარით
15:16 17.10.2017
ქართული ფოლკლორული სამყაროსთვის ნადირაშვილების მუსიკალური ოჯახი კარგად
ინტერვიუ
ღვინის ფესტივალი
საქართველოს მაშტაბით „ქართული ღვინის კვირეული“ ჩატარდა
13:43 12.10.2017
საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, „ქართული
ინტერვიუ
ინტერვიუ ემინ მილთან: აფგან მუხთარლის დაკავების ფაქტმა საქართველოს იმიჯი დააზარალა
09:56 27.09.2017
ემინ მილი რამდენიმე წლის წინ აზერბაიჯანში ცნობილი ბლოგერი იყო. 2009 წელს
ინტერვიუ
ინტერვიუ სტივენ ნიქსთან: IRI თვითმმართველობის არჩევნებს არ შეაფასებს
09:50 27.09.2017
ინტერვიუ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) ევრაზიის პროგრამის
ინტერვიუ
ინტერვიუ ვახტანგ ყოლბაიასთან: 24 წლის შემდეგ ცხადი ხდება, რომ აფხაზებსაც ნელ-ნელა ხელიდან ეცლებათ აფხაზეთი
09:35 27.09.2017
სოხუმის დაცემიდან 24 წელი გავიდა. გთავაზობთ ინტერვიუს აფხაზეთის მთავრობის
ინტერვიუ
ინტერვიუ
თამარ ჩუგოშვილი: სააკაშვილის საქმე ჩემთვის სხვა საქმეებისგან არაფრით განსხვავდება
15:03 19.09.2017
გასულ კვირას აშშ-ში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია იმყოფებოდა, რომლის წევრებს არაერთი
ინტერვიუ
გიორგი სამანიშვილი: საქართველო პირველი უცხო ქვეყანაა, რომელიც ბორდოში ღვინის გამოფენაზე მიიწვიეს
15:08 13.09.2017
შემოდგომის დადგომასთან ერთად საქართველოში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა. ამ დროისთვის უკვე