მიმდინარე წლის I კვარტალში საქართველოში 41 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც
შიდა ქართლსა (39,0%) და თბილისში (26,8%) იყო განთავსებული. მოქმედი სამაცივრე მეურნეობების 17,1% მდებარეობს იმერეთში, 9,8% - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. ხოლო დანარჩენი 7,3% სხვა რეგიონებშია განთავსებული.
საქსტატის ინფორმაციით, 2017 წლის I კვარტლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 5699 მომხმარებელს, მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია - 307 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 1003 კაცით განისაზღვრა. 2017 წლის I კვარტლის განმავლობაში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 67,7 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 64,3%-ი ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 12,8% პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით), 8,8% - თევზეული, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა: გურია (1) 2.4% თბილისი (11) 26.8% იმერეთი (7) 17.1% კახეთი (1) 2.4% სამეგრელო-ზემო სვანეთი (4) 9.8% ქვემო ქართლი (1) 2.4% შიდა ქართლი (16) 39.0% საქართველოში მოქმედი სამაცივრე მეურნეობები რეგიონების მიხედვით, 2017 წლის I კვარტალი სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) 4 სამაცივრე მეურნეობების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით 2017 წლის I კვარტლის განმავლო- ბაში შესყიდულია 3,6 ათასი ტონა პროდუქცია. რაც შეეხება მომსახურების საფასურს - 3,6 მლნ. ლარი შეადგინა. 2017 წლის I კვარტლის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 24,4 მლნ. ლარის ღირებულების (7.1 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც ღირებულებით გამოსახულებაში შედარებით დიდი ნაწილი (61,7%) იყო ადგილობრივი (საკუთარი) წარმოების. ამასთან, სამაცივრეების მიერ გაყიდული ადგილობრივი (საკუთარი) პროდუქციის 88,0% მოდიოდა ქათმის ხორცზე. იმპორტირებული პროდუქციის მნიშვნელოვან მოცულობას ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათლით) (34,6%), ქათმის ხორცი (23.3%) და თევზეული (17.9%) წარმოადგენდა. სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციიდან უცხოურ ბაზარზე მხოლოდ ხილი და ბოსტნეული იქნა რეალიზებული. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) იანვარში შეადგენდა 74,2%-ს, თებერვალში - 69,7%-ს, ხოლო მარტში - 65,6%-ს.