საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით გლობალური
შეხვედრების სერია -ProductTankTbilisi – პარასკევს, 27 ნოემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე კიდევ ერთ საინტერესო საღამოს გეგმავს.
პროდუქტ მოძრაობაში, რომელიც 200-ზე მეტ ქალაქს აერთიანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, Tbilisi Startup Bureau უკვე თითქმის 2 წელია აქტიურადაა ჩართული და სისტემატიურად უწევს ორგანიზებას ProductTank Tbilisi-ის შეხვედრებს. ღონისძიება მასპინძლობს პროდუქტ მენეჯერებს, სტარტაპ დამფუძნებლებს, დიზაინერებს, დეველოპერებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც დაინტერესებულია პროდუქტ მენეჯმენტით.
მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით შეხვედრა ონლაინ რეჟიმში ჩატარდება - პლატფორმა Zoom-ისა და FacebookLive Stream-ის გამოყენებით. დასწრება კი, როგორც ყოველთვის, ყველა მსურველისთვის ამჯერადაც თავისუფალია, თუმცა საჭიროებს წინასწარი რეგისტრაციის გავლას შემდეგ ბმულზე: https://www.meetup.com/ProductTank-Tbilisi
27 ნოემბრის ProductTank Tbilisi-ის შეხვედრა UX კვლევას შეეხება და ამ თემასთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და დაგროვილ გამოცდილებას ტრადიციულად 2 მომხსენებელი გაგვიზიარებს:
• თამუნა წიკლაური, Adjarabet-ის UX Researcher, ისაუბრებს მომხმარებელთა გავლენაზე პროდუქტების განვითარების პროცესში.
• გუა ტაბიძე, Adjarabet-ის Product Owner, დაგვაფიქრებს, თუ როგორ შეიძლება იყოს ორგანიზებული პროდუქტის აღმოჩენის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის ხმისა და ჰიპოთეზის ვალიდაციას.
ღონისძიებას მოდერაციას გაუწევს Intrro-ს მთავარი UX დიზაინერი - მარიამ ხუნძაყიშვილი.
პროექტის პარტნიორიააჭარაბეთი (Adjarabet.com)
ღონისძიებისშესახებმეტი ინფორმაციახელმისაწვდომია: Linkedin -სადა Facebook-ზე.