logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
logo2
logo2
გენადი არველაძე: UNWTO – ს აღმასრულებელმა საბჭომ თბილისის დეკლარაციაში საქართველოს, როგორც უსაფრთხო დანიშნულების ქვეყანას, მხარდაჭერა გამოუცხადა
გენადი არველაძე: UNWTO – ს აღმასრულებელმა საბჭომ თბილისის დეკლარაციაში საქართველოს, როგორც უსაფრთხო დანიშნულების ქვეყანას, მხარდაჭერა გამოუცხადა
21:12 16.09.2020
მსოფლიო პანდემიის პერიოდში მის მიერ გადადგმული ნაბიჯები და ქმედებები იყო ზომიერი, რომლებმაც საქართველო ჩამოაყალიბა ტურიზმის მიმართულებით ერთ-ერთ უსაფრთხო დანიშნულების ქვეყნად. „ეს ღონისძიება ჩვენი, როგორც ტურისტულად უსაფრთხო ქვეყნის, კიდევ ერთი აღიარებაა. ეს არის ასევე მხარდაჭერა, რომელიც გამოიხატა კონკრეტულად მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს მიერ მიღებული დეკლარაციით, სადაც საქართველოზე პირდაპირაა აღნიშნული, რომ მსოფლიო პანდემიის პერიოდში მის მიერ გადადგმული ნაბიჯები და ქმედებები იყო ზომიერი, რომლებმაც საქართველო ჩამოაყალიბა ტურიზმის მიმართულებით ერთ-ერთ უსაფრთხო დანიშნულების ქვეყნად“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ტელეკომპანია „იმედში“ თბილისში მიმდინარე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის მნიშვნელობაზე საუბრისას.

გენადი არველაძის განცხადებით, ღონისძიება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს, როგორც მსოფლიო ტურიზმის მიმართულებით უსაფრთხო ქვეყნის იმიჯის განმტკიცების თვალსაზრისით.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა სხდომაზე განხილულ მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის სამოქმედო გეგმაზე, თუ თუ როგორ უნდა განახორციელონ და დანერგონ ქვეყნებმა ის სტანდარტები, რომლებიც უზრუნველყოფს მათ უსაფრთხო ქვეყნებად ჩამოყალიბებას.

გენადი არველაძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ღონისძიების აბსოლუტურად ყველა მონაწილის ჩამოსვლა ყველა წესის დაცვით განხორციელდა. მათ ჩაუტარდათ PCR ტესტები და ქვეყანაში შემოვიდნენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გაიდლაინების შესაბამისად, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ასევეა დანერგილი. „ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც აღნიშნავდნენ ასევე თავად სტუმრები - რომ ისინი თავს უსაფრთხოდ გრძნობენ და საქართველო ნამდვილად იმსახურებს ამ კუთხით აღიარებას“, - აღნიშნა მან.
გენადი არველაძის ინფორმაციით, ღონისძიების მეორე დღე დაეთმობა ბიზნესფორუმს - ღონისძიების ფარგლებში საქართველოს სტუმრობს ბიზნესდელეგაციაც სხვადასხვა ტურისტული ინდუსტრიის, სასტუმროების მიმართულებით. ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობა მიეცემათ. „ეს არის პანდემიის შემდეგ პირველი ბიზნესფორუმი, რომელზეც ვიმსჯელებთ იმ შესაძლებლობებზე, რომელთაც ქვეყანა ბიზნესსექტორს, ამ ინდუსტრიას სთავაზობს სხვადასხვა მიმართულებით“, - განაცხადა მან.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა