logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
logo2
logo2
ეკატერინე მიქაბაძე: საგულისხმოა, რომ როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ასევე აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ეკონომიკის განვითარების შესახებ ოპტიმისტურ პროგნოზს აკეთებს
ეკატერინე მიქაბაძე: საგულისხმოა, რომ როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ასევე აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ეკონომიკის განვითარების შესახებ ოპტიმისტურ პროგნოზს აკეთებს
17:57 16.09.2020
„საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დღეს გამოქვეყნებულ რელიზში დადებითად შეაფასა საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა, მათ შორის, გადასახადების მიზნობრივი შემსუბუქება და ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯების გაწევა მოწყვლადი ჯგუფების მხარდასაჭერად და აღნიშნა, რომ ის წარმატებულია სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე პანდემიის უარყოფითი გავლენის შეკავების თვალსაზრისით. საგულისხმოა, რომ სავალუტო ფონდის შეფასება უნისონში მოდის აზიის განვითარების ბანკის მოსაზრებებთან, რომელიც მან 2020 წლის ყოველწლიურ რეგიონულ ეკონომიკურ მიმოხილვაში საქართველოსთან მიმართებაში გამოთქვა. ბანკის ანგარიშის თანახმად, საქართველოში პანდემიის გავლენის მიუხედავად სტაბილიზაციის ნიშნები სახეზეა,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების შეფასებების კომენტირებისას.

ორივე საფინანსო ინსტიტუტის პროგნოზი 2021 წლის საქართველოს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელთან დაკავშირებით ძალიან პოზიტიურია - აზიის განვითარების ბანკის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 4.5%-ით გაიზრდება. უფრო ოპტიმისტურია საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი, რომლის თანახმადაც საქართველოს ეკონომიკა მომავალ წელს 5 პროცენტით გაიზრდება.

„ორივე ორგანიზაცია თავის შეფასებებში განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს პანდემიის გავლენის შესამსუბუქებლად საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკის ეფექტურობაზე. სავალუტო ფონდის მისიის შეფასებით, წლის მეორე ნახევრიდან ადგილობრივმა მოთხოვნამ ზრდა დაიწყო, რაც არის იმის გარანტია, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად, ეკონომიკა შეძლებს ჩვეული ტემპებით მუშაობის გაგრძელებას. მისიის განცხადებით გადასახადების მიზნობრივი შემსუბუქება და მოწყვლადი სოციალური ფენების დახმარება საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა პანდემიის სოციალური და ეკონომიკური გავლენის შეკავების თვალსაზრისით. რაც შეეხება აზიის განვითარების ბანკს, ეკონომიკასა და საინვესტიციო კლიმატზე პანდემიის უარყოფითი ზემოქმედების მიუხედავად, მას საქართველოს ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლები არ გაუუარესებია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის მიუხედავად საქართველოს მთავრობა წარმატებით აგრძელებს სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას და სწორედ ეფექტიანი ანტიკრიზისული ღონისძიებები და მიმდინარე რეფორმები არის იმის საფუძველი, რომ ეკონომიკა მალე დაუბრუნდება პანდემიამდე არსებულ პოზიტიურ ტრენდს,“ - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა