logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
logo2
logo2
ნიკოლოზ გაგუა: მიგვაჩნია, რომ მომავალ წელს, ქვეყანა დაუბრუნდება ეკონომიკური ზრდის 5%-იან მაჩვენებელს
ნიკოლოზ გაგუა: მიგვაჩნია, რომ მომავალ წელს, ქვეყანა დაუბრუნდება ეკონომიკური ზრდის 5%-იან მაჩვენებელს
15:22 16.09.2020
მიგვაჩნია, რომ მომავალ წელს, ქვეყანა დაუბრუნდება ეკონომიკური ზრდის 5%-იან მაჩვენებელს, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ დღეს, ფინანსთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, რომელზეც მან ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ დინამიკაზე, ასევე, შეაჯამა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დისტანციური მისიის შედეგები.

როგორც მან აღნიშნა, გლობალური პანდემიის მიუხედავად, ბოლო თვეებში ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა და მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, კვლავაც რჩება, დაახლოებით, -4% -5% -ის ფარგლებში.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებით, მიმდინარე წელს, ქვეყნას -5%-იანი ეკონომიკური ზრდა ექნება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალ თვეებში გვექნება გაუმჯობესების ტენდენცია. რაც შეეხება 2021 წელს - ველოდებით, დაახლოებით, 5-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას. როგორც იცით, ცოტა ხნის წინ, აზიის განვითარების ბანკმა გამოაქვეყნა, 4,5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საქართველოსთვის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი ეთანხმება ჩვენს პროგნოზს მომავალ წელს 5%-იან ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ხაზგასმით აღნიშნავს, პანდემიის წარმატებულ კონტროლს, როგორც ჯანდაცვის სისტემის ნაწილში, ასევე, ეკონომიკური პოლიტიკის პასუხების ეფექტურობის კუთხით. ასევე, მნიშვნელოვანია ფონდის შეფასებები ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების მიმართულებით.

„ჩვენ მიმდინარე პერიოდში მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმები განვახორციელეთ, როგორიცაა: პენსიების ინდექსაცია, გადახდისუუნარობის შესახებ კანონი, რომელიც მნიშვნელოვანია ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისა და ეკონომიკური სტაბილიზაციისთვის. მომავალში, ფონდთან ერთად, დაგეგმილი გვაქვს სხვა რეფორმები, მათ შორისაა, ჩვენ მიერ ინიცირებული სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, რომელიც ითვალისწინებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგავს სახელმწიფო საწარმოების მართვის პროცესში“, - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

მან, ასევე, ისაუბრა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის საკითხებზე და აღნიშნა, რომ მაკროეკონომიკური სტაბილურობის კუთხით, ქვეყანას პრობლემები არ ექნება.

„ძალიან წარმატებით მიმდინარეობს დონორ ორგანიზაციებთან მუშობა. ჩვენ, პრაქტიკულად, სრულად გვაქვს მიღებული თანხები, რომელზეც გვქონდა მოლაპარაკებები, ამიტომ ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაკროეკონომიკური ხასიათის პრობლემები ქვეყანას არ ექნება. ჩვენ სრულად ვართ დაცული ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით. უნდა აღინიშნოს, რომ დადებითია საგადასახადო შემოსავლების დინამიკა. როგორც იცით, ცოტა ხნის წინ, საკრედიტო სარეიტინგო ორგანიზაციებმა შეაფასეს საქართველო და რეიტინგის მაჩვენებელი უცვლელი დაგვიტოვეს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა