logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
logo2
logo2
ნათია თურნავა: მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ღონისძიება თბილისში, ჩვენი ქმედებების ეფექტურობის ძალიან მაღალი შეფასებაა
ნათია თურნავა: მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ღონისძიება თბილისში, ჩვენი ქმედებების ეფექტურობის ძალიან მაღალი შეფასებაა
14:54 16.09.2020
„ჩვენ ამაყები ვართ, რომ სწორედ საქართველო, თბილისია დღეს ქალაქი, სადაც მსოფლიო ტურიზმის ლიდერები მსჯელობენ, ამ რთული გამოწვევის პირობებში როგორი მომავალი ექნება ტურიზმს, როგორ დაეხმარონ გლობალურად მსოფლიოში ამ დარგს და საქართველო, რა თქმა უნდა, თავის ღირსეულ სიტყვას იტყვის ამ მიმართულებით“, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თბილისში მიმდინარე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის მნიშვნელობის შეფასებისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, საამაყოა, რომ საქართველო მასპინძლობს პანდემიის დაწყების მომენტიდან პირველად გამართულ ასეთი მაღალი რანგის საერთაშორისო ღონისძიებას „ჯამში ეს არის 24 სხვადასხვა ქვეყნის დელეგაცია, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ სწორედ საქართველო არის ის უსაფრთხო, მწვანე და ტურისტული პოტენციალის მქონე ქვეყანა, სადაც შეუძლიათ სხვათაშორის, პანდემიის დაწყების შემდეგ პირველად ფიზიკურად მიიღონ სხდომაში მონაწილეობა“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავას შეფასებით, ღონისძიება ჩვენი საქართველოსთვის მნიშვნელოვან ორ გზავნილს შეიცავს: საქართველო განიხილება როგორც ტურისტულად უდიდესი პოტენციალის მქონე ქვეყანა, რომელმაც უკვე ბევრს მიაღწია ამ დარგში და შეიძლება უფრო მეტი, მაღალი და ღირსეული ადგილი დაიკავოს გლობალურად. „მეორე გზავნილი კი ის არის, რომ ჩვენი ხელისუფლება, საკმაოდ წარმატებულად, ყველაფერს აკეთებს, რომ ნ ასეთი მაღალი რანგის შეხვედრები ჩატარდეს საქართველოში, როგორც უსაფრთხო ქვეყანაში. ჩვენ კვლავაც ვართ მწვანე ქვეყანა და ეს არის ჩვენი ქმედებების ეფექტურობის ძალიან მაღალი შეფასება“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა