logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
logo2
logo2
“ოზონის შრე და მისი დაცვა საქართველოში”- ეკოლიდერებისთვის ვებინარი გაიმართა
“ოზონის შრე და მისი დაცვა საქართველოში”- ეკოლიდერებისთვის ვებინარი გაიმართა
14:30 16.09.2020
ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით “ეკოლიდერებისთვის” და გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის ვებინარი “ოზონის შრე და მისი დაცვა საქართველოში” ჩატარდა. 2020 წელს, ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე ვენის კონვენციის 35 წლის იუბილეს და ოზონის შრის დაცვის 35-წლიან საერთაშორისო თანამშრომლობას და მიღწეულ წარმატებებს მიეძღვნა.

დისტანციური შეხვედრა გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ლუიზა ვინტონმა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა გახსნეს და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს.

ვებინარზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელმა ნოე მეგრელიშვილმა ვრცლად ისაუბრა ოზონის შრის გათხელების პრობლემის არსზე და ოზონის შრის დაცვისა და აღდგენის წარმატებულ საერთაშორისო გამოცდილებაზე. მომხსენებელმა აუდიტორიას მსოფლიოსა და საქართველოში ოზონის შრის დასაცავად განხორციელებული და დაგეგმილი ქმედებები გააცნო და ამ კუთხით არსებული მდგომარეობა შეაფასა.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა და ახალგაზრდებმა მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

ვებინარი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის და გაეროს განვითარების პროგრამის “საქართველოში მონრეალის ოქმის განხორციელების სამოქმედო პროგრამის” ორგანიზებით ჩატარდა.

1994 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 16 სექტემბერი ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების შესახებ მონრეალის ოქმის ხელმოწერასთან დაკავშირებით ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა და ეს დღე მსოფლიოს 197 ქვეყანაში აღინიშნება. წელს, ოზონის დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნავს მონრეალის ოქმის შექმნის 35-ე წელს. ეს დღე მთელ მსოფლიოს შეგვახსენებს, რომ ჩვენ ვალდებულები ვართ გავაგრძელოთ ზრუნვა ოზონის შრის დასაცავად ჩვენი და ჩვენი პლანეტის ჯანმრთელობისთვის.

1996 წელს საქართველომ ხელი მოაწერა ვენის კონვენციას ოზონის შრის დაცვის შესახებ და მონრეალის ოქმს ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებებათა შესახებ. ქვეყანამ უკვე გადადგა ნაბიჯები ყველაზე საშიში ოზონდამშლელი ნივთიერებების - ქლორ-ფტორ-ნახშირბადებისა და წყალბად-ქლორ-ფტორ-ნახშირბადების მოხმარების შემცირების კუთხით. გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს უწყობს საქართველოს მთავრობას ამ ვალდებულების შესრულებაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა