logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
logo2
logo2
logo2
ნიკოლოზ გაგუა: ივნისის ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით, არატურისტულ სექტორში ეკონომიკის კლება პრაქტიკულად შეჩერებულია
ნიკოლოზ გაგუა: ივნისის ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით, არატურისტულ სექტორში ეკონომიკის კლება პრაქტიკულად შეჩერებულია
18:01 31.07.2020
ივნისის ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით, არატურისტულ სექტორში ეკონომიკის კლება პრაქტიკულად შეჩერებულია, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ივნისის თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების კომენტირებისას.

მისი თქმით, ივნისში ეკონომიკურმა კლებამ 7.7 პროცენტი შეადგინა, რაც მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა გასული თვის მაჩვენებლებთან შედარებით, ასევე, ზოგადად რეგიონსა და მსოფლიოში არსებული ვითარების გათვალისწინებითაც.

„ბუნებრივია, კლების მთავარი მიზეზია ტურისტული სექტორი, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში ტრადიციულად ძალიან დიდი წილი უკავია, დაახლოებით, 8-10 %-ის ფარგლებში. არსებულ დინამიკას თუ გავაანალიზებთ, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყნის ეკონომიკის დანარჩენ სექტორში, ეკონომიკის კლება პრაქტიკულად, შეჩერებულია და ჩვენ მომდევნო თვეებში ველოდებით კიდევ უფრო გაუმჯობესებულ მაჩვენებლებს. რაც შეეხება ჩვენს ეკონომიკურ პროგნოზს - 2020 წლისათვის ის კვლავაც რჩება -4 პროცენტის ფარგლებში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ.

როგორც მან აღნიშნა, გრძელდება მთავრობის მიერ ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის მხარდაჭერა: დეველოპმენტის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის მიმართულებით, რაც წლის ბოლომდე დადებითად იმოქმედებს ეკონომიკური აქტივობის ზრდასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე, ასევე, საქართველოს მოქალაქეების იმ ნაწილისთვის, რომელმაც პანდემიის შედეგად დაკარგა შემოსავლის წყარო, გრძელდება საკომპენსაციო ღონისძიებებით გათვალისწინებული თანხის გაცემა.

როგორც ცნობილია, 31 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ კომპენსაციის მიმღები 245 421 თვითდასაქმებული დარეგისტრირდა. მათგან 160 161-მა უკვე მიიღო 300-ლარიანი კომპენსაცია, სულ გადაირიცხა 48 048 300 ლარი.

რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, აპრილის თვის კომპენსაცია 200 ლარის ოდენობით ჩაერიცხა 90 131 პირს; მაისის თვის – 135 670 პირს, ივნისის – 118 058 პირს. გადარიცხული თანხა ჯამში შეადგენს 68 771 800 ლარს. თანხები ეტაპობრივად ირიცხება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებულთა წრე გაფართოვდა და დახმარებით უკვე საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანებიც სარგებლობენ.

პორტალზე დარეგისტრირდა უცხოეთში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული 35 564 პირი. მათგან 28 717-ს უკვე დაერიცხა ერთჯერადი დახმარება 300 ლარის ოდენობით, ჯამში - 8 615 100 ლარი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა