logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
logo2
logo2
logo2
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: “Startup World Cup”-ის რეგიონალური ღონისძიების საქართველოში გამართვა კიდევ ერთი აღიარებაა, რომ სტარტაპ-ეკოსისტემის ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან მაღალ დონეზე ხდება“
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: “Startup World Cup”-ის რეგიონალური ღონისძიების საქართველოში გამართვა კიდევ ერთი აღიარებაა, რომ სტარტაპ-ეკოსისტემის ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან მაღალ დონეზე ხდება“
12:57 31.07.2020
პირველად საქართველოში მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური სტარტაპ-შეჯიბრის - “Startup World Cup”-ის რეგიონალური ღონისძიება „Black Sea and Beyond Regional Competition” გაიმართა, რომელსაც Startup Connect, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან და „თიბისი ბანკის“ პროგრამა „სტარტაპერთან“ ერთად უმასპინძლა. ფინალური კონკურსი 30 ივლისს ტექნოპარკში გაიმართა და მას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი დაესწრო.

Startup World Cup მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური შეჯიბრია სტარტაპებისთვის, რომლის საპრიზო ფონდი 1.000.000$ შეადგენს. ფინალისთვის შესარჩევი შეჯიბრი მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში იმართება. საქართველო შავი ზღვის შემოგარენში 10-მდე ქვეყანას გააერთიანებს და რეგიონის გამარჯვებულს გამოავლენს, რომელიც ფინალზე კალიფორნიაში გაემგზავრება და იბრძოლებს მთავარი პრიზისთვის.
„განაცხადები შემოვიდა 12 ქვეყნიდან, ფინალური ეტაპისთვის შეირჩა 10, საიდანაც 4 ქართული სტარტაპია და საერთაშორისო ჟიური შეარჩევს გამარჯვებულს. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ღონისძიების საქართველოში გამართვა, ვინაიდან ეს კიდევ ერთი აღიარებაა, რომ ჩვენს ქვეყანაში სტარტაპ-ეკოსისტემა არის ერთ-ერთი ყველაზე გახსნილი, განვითარებული და სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერილი მიმართულება“ - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მისი თქმით, ამ მხარდაჭერის დასტურია მთელი რიგი პროგრამები, რომლებიც, მათ შორის, ძირითადად, ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ეგიდით ხორციელდება წლების განმავლობაში. „კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამ პროგრამების პარტნიორები, სახელმწიფოსთან ერთად, არიან საერთაშორისო დონეზე აღიარებული უდიდეს სტარტაპ-ბიზნესში ჩართული კომპანიები, მაგალითად, ისეთი, როგორც არის 500 Startups. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი აქსელერატორი მსოფლიოში და მისი მონაწილეობა საქართველოში განხორციელებულ სტარტაპ-ეკოსისტემის მხარდაჭერის პროგრამებში, რა თქმა უნდა, იმის აღიარება, რომ ამ მიმართულების ხელშეწყობა-განვითარება სახელმწიფოს მხრიდან ძალიან მაღალ დონეზე ხდება“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელის, ავთანდილ კასრაძის განცხადებით, ღონისძიების მიზანია საქართველოსა და რეგიონში სტარტაპების განვითარებისა და გაძლიერების ხელშეწყობა. მისი შეფასებით, იგი ქმნის უნიკალურ პლატფორმას ყველა ინოვაციური და კრეატიული სტარტაპისთვის, მოიპოვონ დაფინანსება და გახდნენ წარმატებულნი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს მასშტაბით.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა