logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
logo2
logo2
logo2
ნათია თურნავა: გაზიფიცირების სამუშაოებს ხელი კორონავირუსმაც ვერ შეუშალა
ნათია თურნავა: გაზიფიცირების სამუშაოებს ხელი კორონავირუსმაც ვერ შეუშალა
09:43 31.07.2020
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა იმერეთში, სოფლებს: შიმშილაქედსა და ახალ სვირს ეწვია, სადაც ცოტა ხნის წინ გაზიფიცირების პროცესი დასრულდა. ნათია თურნავა პირადად გაეცნო შესრულებულ სამუშაოებს და სოფლის მოსახლეობას შეხვდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობდნენ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ხელმძღვანელი მიხეილ შალამბერიძე, „სოკარ ჯორჯია გაზის“ დირექტორის მოადგილეები - ანტონ სამსონიძე და გიორგი გაგუა, აგრეთვე ზესტაფონისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები.

ნათია თურნავა სოფლის მოსახლეობას გაზიფიცირების სამუშაოების დასრულება პირადად მიულოცა და ის სახელმწიფო პროგრამებიც გააცნო, რომლებშიც მონაწილეობა შეუძლიათ, მათ შორის პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში.

“გაზიფიკაციის 3-წლიანი მასშტაბური სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს 400 - მდე დასახლებული პუნქტი ჩაერთვება გაზიფიკაციის ერთიან ქსელში და დამატებით 100,000-მდე ოჯახი მიიღებს ბუნებრივ აირს,“ - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, არც ერთი დღით არ შეჩერებულა გაზიფიცირების დიდი პროგრამა, მათ შორის იმერეთის რეგიონში.

„კოვიდ-19“-ის გამო ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და საქართველოს მოსახლეობისა და აბონენტების დიდ ნაწილს სამი თვის კომუნალური გადასახადები დავუსუბსიდირეთ. აქედან გამომდინარე, ეს არის მართლაც ძალიან დიდი, მასშტაბური პროგრამა, რომელსაც „კოვიდმაც“ კი ვერ შეუშალა ხელი. გაზიფიკაციის პროცესი ყველა ვადის დაცვით გრძელდება, როგორც ეს მოსახლეობას დავპირდით,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ოჯახებში გაზის ანთების სიმბოლურ ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა.

გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ორგანიზებით, ღონისძიების ფარგლებში, სოფელ ახალ სვირში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, მარტოხელა დედას, ინგა ბასილაძისა და სოფელ შიმშილაქედში მცხოვრებ მელანო ქუტიძის ოჯახებს საჩუქრად გაზქურები გადაეცათ.

„ორივე სოფლის მცხოვრებნი კმაყოფილნი არიან, რომ შეუძლიათ, ბუნებრივი აირი მოიხმარონ. სამთავრობო გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად ასეთი მასშტაბური ინვესტიციებისა, ბუნებრივ აირზე ტარიფი დარჩეს უცვლელი და სტაბილური,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

აღსანიშნავია, რომ 2019-2021 წლების გეგმის ფარგლებში იმერეთის რეგიონის 7 მუნიციპალიტეტში: ბაღდათში, ხარაგაულში, ვანში, საჩხერეში, ტყიბულში, ზესტაფონსა და თერჯოლაში 26 სოფლის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში, ჯამურად აშენდა 374,408 გრძივი მეტრი გაზსადენი, ხოლო 4819 აბონენტი ბუნებრივი აირით სარგებლობას შეძლებს. ამჟამად, გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს 2 მუნიციპალიტეტის (ჭიათურა და ვანი) 5 სოფელში, რომლის დასრულების შემდეგაც დამატებით 792 აბონენტი ჩაერთვება ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში. სამწლიანი გეგმით, იმერეთის რეგიონის 10 მუნიციპალიტეტის 66 სოფლის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები ჩატარდება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა