logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
logo2
logo2
გიორგი ჭიჭინაძე: საპენსიო ფონდში აკუმულირებულ თანხას 58 მილიონზე მეტი სარგებელი დაერიცხა
გიორგი ჭიჭინაძე: საპენსიო ფონდში აკუმულირებულ თანხას 58 მილიონზე მეტი სარგებელი დაერიცხა
17:51 01.07.2020
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ, 30 ივნისს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს საპენსიო სააგენტოს 2019 წლის ანგარიში წარუდგინა. მან ასევე ისაუბრა იმ წარმატებებზე, სიახლეებზე და სარგებელზე რაც ამ მომენტისთვის საპენსიო რეფორმას გააჩნია ყველა მონაწილისთვის.

„ფონდში აკუმულირებულ თანხას 58 მილიონზე მეტი სარგებელი დაერიცხა. საპენსიო სააგენტოს სქემიდან გამსვლელთა რაოდენობა მინიმუმამდეა დასული გასული თვეების მანძილზე, ახლადჩართულ მონაწილეთა რაოდენობა რადიკალურად აღემატება სქემიდან გასულთა რიცხვს, რაც ხაზს უსვამს სანდოობის ზრდას და ეფექტურ მუშაობას. ასევე, პანდემიის დროს ხარისხიანი სერვისის მიწოდების გამო არ გვქონია არსებითი შეფერხება, ყველა პროცესი იყო მართული და დახვეწილი საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად. ვფიქრობ, შედეგები საკმაოდ საიმედოა“-აცხადებს გიორგი ჭიჭინაძე
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, 2020 წელი საპენსიო სააგენტოსთვის პროდუქტიული და წარმატებული იყო. რადგან სააგენტოში მოხდა ყველა მნიშვნელოვანი პროცესის დოკუმენტაცია, კონკურსის წესით დაინიშნა უფროსი საინვესტიციო ოფიცერი და მისი მოადგილე, ასევე, შეირჩა საინფორმაციო უსაფრთხოების ოფიცერი და მომავალი წლის განმავლობაში დაინერგება ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემები საერთაშორისო სტანდარტის ISO 27001 მიხედვით.

მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტზე და უახლოეს პერიოდში ის გამოქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. თიბისისა და საქართველოს ბანკებთან შედგა მოლაპარაკება, კერძოდ მათ ინტერნეტ და მობაილ ბანკებში დაემატა საპენსიო დანაზოგების ნახვის ფუნქციონალი, გაუმჯობესდა და გაიმართა საპენსიო სააგენტოსა და ხაზინის სისტემას შორის სერვისები, კერძო სექტორის პორტალზე განხორციელებული ტრანზაქციების ნახვის და კონტროლის ფუნქციონალი დაემატა და დასრულდა დამსაქმებლებისა და დასაქმებულებისათვის შეტყობინებების გაგზავნის სერვისი.

დღეის მდგომარეობით, საპენსიო საგენტოს დანაზოგი შეადგენს - 832 მლნ ლარს, ხოლო დარიცხული ამონაგები - 58 მილიონ ლარამდეა. სქემაში ჩართულია 1,030,000 მონაწილე და 65,838 ორგანიზაცია. აქედან, კერძო სექტორიდან 798,121, ხოლო საჯარო სექტორიდან 231,493 მონაწილე. კერძო სექტორიდან მამაკაცების რაოდენობა 445,306 შეადგენს, ხოლო ქალბატონების 352,815-ს. საჯარო სექტორიდან მამაკაცები - 140,553, ქალბატონები - 90,940-ს. 30 ივნისის მდგოამრეობით სულ სქემიდან გასულია რეგისტრირებული მონაწილეთა საერთო რაოდენობის 16%, ხოლო სულ გასვლის უფლების მქონე პირთა შორის გასულია მონაწილეთა 45%, ხოლო სქემაში დარჩა 55%, სულ სქემიდან 166,261 მოქალაქე გავიდა. საჯარო სექტორიდან გასულთა რაოდენობა სამჯერ ნაკლები მაჩვენებალია კერძო სექტორთან შედარებით.
30 ივნისის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოში საპენსიო დანაზოგით ისარგებლა 343 მონაწილემ.

აქედან, ასაკის საფუძვლით 175, შშმ პირის სტატუსით 142, ქვეყნის დატოვები საფუძვლით 1-მა და მემკვიდრის უფლებით ისარგებლა 25 ადამიანმა. სულ საპენსიო სააგენტომ სქემის მონაწილეთა სასარგებლოდ გადაიხადა 240 ათას ლარზე მეტი.

თქვენთვის ცნობილია, რომ საპენსიო სქემა წელიწადნახევარია რაც მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობით მიიღონ გრძელვადიანი სარგებელი. სააგენტომ 2019 წლის 3 იანვარს დაიწყო დაგროვებითი საპენსიო სქემის იმპლემენტაცია - კერძოდ, საპენსიო შენატანების მიღება და ადმინისტრირება. სააგენტოს ყველა ფუნქცია და სისტემები ამუშავდა არსებითი შეფერხებების გარეშე.

საპენსიო დანაზოგების ადმინისტრირების პროცესი შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა