logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კოვზანაძე: 2019 წელს ჩატარებულმა სახელმწიფო აუდიტებმა 12 მილიარდი ლარი მოიცვა
ირაკლი კოვზანაძე: 2019 წელს ჩატარებულმა სახელმწიფო აუდიტებმა 12 მილიარდი ლარი მოიცვა
18:00 30.06.2020
"2019 წელს აუდიტით ნაერთი ბიუჯეტის დაფარვის მაჩვენებელი 2018 წელთან შედარებით კიდევ უფრო გაიზარდა და 87% შეადგინა, ანუ ჩატარებულმა სახელმწიფო აუდიტებმა 12 მლრდ. ლარზე მეტი მოიცვა, რაც უდავოდ კარგი მაჩვენებელია“-ამის ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2019 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინეს.

ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, დღეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის საფუძველს დამოუკიდებლობა, პროფესიონალიზმი, ობიექტურობა, გამჭვირვალობა და საზოგადოების ინფორმირება წარმოადგენს, რისი საყრდენიც ამ მოწვევის პარლამენტმა შესაბამისი კანონმდებლობით შექმნა. მისი თქმით, აუდიტის სამსახური კარგად მუშაობს, თუმცა არის გარკვეული გამოწვევებიც.

„იზრდება გაცემული რეკომენდაციების რაოდენობა 2019 წელს 1067 რეკომენდაცია გაიცა. თუ როგორ სრულდება რეკომენდაციები, ამ კუთხით საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება საკმაოდ მნიშვნელოვნად მიმაჩნია“-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, უკვე მეორე წელია პარლამენტის მიერ დიდი ოთხეულის წევრი აუდიტორული კომპანიის მიერ ხდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აუდიტის ჩატარება სახელმწიფო აუდიტის სამსახურში. 2019 წელის 31 დეკემბრის მდგომარეობით სამსახურის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი განახორციელა შპს ,,დელოიტ და ტუშმა“ და გასცა უპირობო დასკვნა ანუ, აუდიტის ფარგლებში არ გამოვლენილა არსებითი უზუსტობები, რაც მიუთითებს სამსახურის მიერ ფინანსური აღრიცხვის და ანგარიშების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის მაღალ სტანდარტზე“-აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ და ქვეყნის მთავარ მაკონტროლებელ სამსახურს წარმატებები უსურვა.

დღეს კომიტეტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2019 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა და მხარი დაუჭირა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა