logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
კომუნიკაციების კომისია: მაუწყებლები, რომლებიც მე-7 წელია საზოგადოებას საკუთარი დაფინანსების წყაროებს  უმალავენ,  გამჭვირვალობისკენ „ფეისბუქს“ მოუწოდებენ
კომუნიკაციების კომისია: მაუწყებლები, რომლებიც მე-7 წელია საზოგადოებას საკუთარი დაფინანსების წყაროებს უმალავენ, გამჭვირვალობისკენ „ფეისბუქს“ მოუწოდებენ
16:40 30.06.2020
სამწუხაროა, რომ ქართული მედიისა და არასამთავრობო სექტორის ნაწილი ქვეყანაში ორმაგი სტანდარტის დამკვიდრებას ცდილობს. კომუნიკაციების კომისია 7 წელია „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის აღსრულებას და მაუწყებლების ფინანსურ გამჭვირვალობას ითხოვს. ამ პროცესში კომუნიკაციების კომისიას მთავარ წინააღმდეგობას დღემდე სწორედ იმ ორგანიზაციების ნაწილი უწევს, რომელიც „ფეისბუქის“ ადმინისტრაციას ფინანსური გამჭვირვალობისკენ მოუწოდებს.

29 ივნისს არასამათავრობო სექტორმა და მედიის წარმომადგენლებმა „ფეისბუქის“ ადმინისტრაციას ღია წერილით მიმართეს და მოუწოდეს საჯარო გახადონ საქართველოდან შესული პოლიტიკური რეკლამის შესახებ დეტალური ინფორმაცია, კერძოდ, რეკლამის დამკვეთის ვინაობა, მათი საკონტაქტო მონაცემები და თითოეულ რეკლამაში დახარჯული თანხის ზუსტი ოდენობა.

„საქართველოში მიმდინარე ანონიმური, კოორდინირებული დასპონსორებული პოლიტიკური დისკრედიტაციის პირობებში მოქალაქეები შეცდომაში შედიან, რითაც მათ ერთმევათ ინფორმაციის თავისუფლება და შესაბამისად შესაძლებლობაც, საკუთარი შეფასებების საფუძველზე ჩამოიყალიბონ პოლიტიკური შეხედულებები - ეს კი, თქვენი ფორმულის მიხედვით, დემოკრატია აღარ არის, ხოლო ჩვენ გვჯერა, რომ „ფეისბუქი“ დემოკრატიის მხარეს დადგება“,- წერია ღია წერილში.

სწორედ აღნიშნული მიზნების შესრულებას ისახავდა მიზნად 2013 წელს მიღებული კანონი, რომლის აღსრულებასაც ეწინააღმდეგება მედიის გარკვეული ნაწილი, რომელიც აღნიშნულ ღია წერილს აწერს ხელს და ორმაგი სტანდარტის დამკვიდრებას ცდილობს.

2013 წელს მაუწყებლების ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ მიღებული კანონის მთავარი მიზანი, სწორედ მაყურებლების, საზოგადოების ინფორმირება გახლდათ. აღნიშნული კანონის მიღების მიზანი იყო საზოგადოებას არაწინასაარჩევნო პერიოდშიც ჰქონოდა დეტალური ინფორმაცია მედიის დაფინანსების წყაროების შესახებ, თუ რომელ პოლიტიკურ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ პირებს რა თანხა მიაქვს ამა თუ იმ მაუწყებელში და ვის ინტერესებს შეიძლება ემსახურებოდეს ესა თუ ის მედია საშუალება. მაყურებელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა არხის სარედაქციო პოლიტიკის ანალიზი გააკეთოს, გააანალიზოს დაფინანსების წყაროების გავლენა მაუწყებლების სარედაქციო პოლიტიკაზე, რათა დაიცვას საკუთარი თავი შესაძლო მანიპულაციისგან.

ამ კანონის აღსრულებას ეწინააღმდეგებიან 2013 წლიდან ტელეკომპანია „კავკასია“ – „რუსთავი 2“-ის მაშინდელი მენეჯმენტი, რომელიც ახლა „მთავარ არხს“ წარმოადგენს, სამოქალაქო განათლების ფონდი -„ტაბულა“ და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

მას შემდეგ, რაც კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებლების ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ კანონის აღსრულება მოითხოვა, 2013 წელს „რუსთავი 2“-ის მაშინდელმა მენეჯმენტმა, რომელიც ახლა „მთავარ არხს“ წარმოადგენს, ასევე „ტელეიმედმა“, ტელეკომპანია „მაესტრომ“, „ევროპა პლუსმა“, „ქართულმა რადიომ“, „სტუდია მაესტრომ“ და სამოქალაქო განათლების ფონდმა „ტაბულა“ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება ერთად გაასაჩივრეს. რამდენიმე მაუწყებლის ინტერესებს სასამართლოში სწორედ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა.

რამდენიმე წლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, 2017 წლის ბოლოს მაუწყებლებმა კომუნიკაციების კომისიის წინააღმდეგ სასამართლოს პირველი ინსტანცია წააგეს. ერთადერთი, რომელმაც სასამართლო დავა განაგრძო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მაშინდელი მენეჯმენტი იყო. კომუნიკაციების კომისიამ სასამართლოს ორი ინსტანცია მოიგო და ახლა უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.

7 წლის შემდეგ, როცა სასამართლოს ორი ინსტანციის გადაწყვეტილება არსებობს, მედიის ნაწილი კვლავ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნას და გამჭვირვალობას. კერძოდ, 2020 წელს, როგორც კი კომუნიკაციების კომისიამ სასამართლოს ორი ინსტანციის მოგების შემდეგ, კანონის აღსრულების მიზნით, კიდევ ერთხელ მიმართა მაუწყებლებს, ტელეკომპანია „კავკასიამ“ სასამართლოში ახალი სარჩელი შეიტანა. ამის პარალელურად, ტელეკომპანია „კავკასია“ მოუწოდებს „ფეისბუქის“ ადმინისტრაციას ფინანსური გამჭვირვალობისკენ, მაგრამ წინააღმდეგია საკუთარ მაყურებელს და საზოგადოებას ასევე გამჭვირვალედ წარუდგინოს მისი არხის დაფინანსების წყაროების შესახებ დეტალური ინფორმაცია.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კანონის აღუსრულებლობის გამო, საქართველო არა ერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი, მათ შორის, ისეთი მაღალი ტრიბუნიდან, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტია, ქართული მედიის ნაწილი მაინც ცდილობს ხელი შეუშალოს კომუნიკაციების კომისიას კანონის შესრულებაში.

„2013 წელს მედიის ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ კანონი ამ დრომდე სრულყოფილად არ სრულდება“,- ასეთ შეფასებას აკეთებდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი 2017, 2018 და 2019 წლების ანგარიშებში და აკრიტიკებდა ქვეყანას, კანონით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა