logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
logo2
logo2
logo2
დავით თვალაბეიშვილი: ენერგეტიკული ბაზრის დერეგულირება ერთნაირად პოზიტიურად აისახება როგორც კომერციული, ასევე საყოფაცხოვრებო სექტორის ენერგომომარაგებაზე
დავით თვალაბეიშვილი: ენერგეტიკული ბაზრის დერეგულირება ერთნაირად პოზიტიურად აისახება როგორც კომერციული, ასევე საყოფაცხოვრებო სექტორის ენერგომომარაგებაზე
10:07 30.06.2020
"ელექტროენერგიის ბირჟის ამოქმედება, რომელიც ენერგეტიკული რეფორმის ფარგლებში შეიქმნა, ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც ენერგეტიკული სექტორისთვის, ასევე საბოლოო მომხმარებლებისთვის. ბაზრის დერეგულირება და ლიბერალიზაცია ერთნაირად პოზიტიურად აისახება როგორც კომერციული, ასევე საყოფაცხოვრებო სექტორის ენერგომომარაგებაზე," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ენერგეტიკის კომიტეტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში. მისი თქმით, რეფორმის მიზანია ადგილობრივი ენერგორეგულაციების ევროპულთან ჰარმონიზაცია, რაც ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიის (სემეკი) თავმჯდომარე დავით ნარმანია, ენერგეტიკული ბირჟის დირექტორი ირინა მილორავა, სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" რეაბილიტაციის მმართველი უჩა უჩანეიშვილი და ესკოს (ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი) გენერალური დირექტორი ზაზა დვალიშვილი.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა "ელექტროენერგიის ბაზრის წესების პროექტზე", რომლის საჯარო განხილვაც სემეკის ორგანიზებით მიმდინარეობს. ბიზნესის წარმომადგენლებს, რომელთა შორისაც, ძირითადად, ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები იყვნენ, აინტერესებდათ ელექტროენერგეტიკული ბაზრის მოწყობის პრინციპები. ოფიციალური პრეზენტაციების შემდეგ, შეხვედრაზე მოწვეულმა სტუმრებმა ბიზნესის შეკითხვებს გასცეს პასუხები.


აღინიშნა, რომ ელექტროენერგეტიკული დღით ადრე  ბაზრის და საბალანსო ბაზრის დანერგვის შედეგად, გაიზრდება საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის ენერგეტიკული პოტენციალი, გაჩნდება მეზობელ ქვეყნებთან ბაზრის ინტეგრაციისა და ლიკვიდურობის ზრდის ახალი შესაძლებლობები, გაუმჯობესდება საინვესტიციო გარემო, რაც ხელს შეუწყობს მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვას ენერგეტიკის სფეროში. ელექტროენერგიის საბითუმო ორგანიზებული ბაზრები 2021 წლიდან ამოქმედდება და დღით ადრე, საათობრივი ბაზრისა და საბალანსო მექანიზმის დანერგვას ითვალისწინებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა