logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა მეზღვაურებს: საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ძლიერი სახე ხართ
ნათია თურნავა მეზღვაურებს: საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ძლიერი სახე ხართ
18:34 29.06.2020
დღეს, როცა მსოფლიო და საქართველო ახალ გლობალურ გამოწვევას, გლობალურ პანდემიას ებრძვიან, ამ რთულ პერიოდში მეზღვაურის პროფესია საკვანძო პროფესიად გამოცხადდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბათუმში, მეზღავურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სიტყვით გაიხსნა.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა მეზღვაურებისადმი მიმართვისას აღნიშნა, პანდემიის პირობებში საქართველოს პორტების მუშაობა არც ერთი მიმართულებით, არც ერთი საათით არ გაჩერებულა.

„დღეს, გლობალური პანდემიის პირობებში, თქვენ და ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაკისრია და ამ გამოწვევას ძალიან კარგად ვართმევთ თავს. სწორედ ახლა, ამ რთულ პერიოდში მეზღვაურობა გამოცხადდა საკვანძო პროფესიად, რასაც ძალიან კარგი გამოხმაურება ჰქონდა საერთაშორისო არენაზე. თქვენ ყველაზე პირველებმა დანერგეთ უსაფრთხოების წესები, რამაც საქართველო არა მხოლოდ ტურისტულად უსაფრთხო დანიშნულების ადგილად აქცია, არამედ ჩვენ ვართ მეზღვაურებისთვის უსაფრთხო ჰაბი. ჩვენი პორტები 24-საათიან რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას, რამაც შედარებით უმტკივნეულად გადაგვატანინა ეს რთული დღეები“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველი მეზღვაურები ჩართულები არიან რეპატრიაციისა და როტაციის პროცესში.

„საერთაშორისო ასპარეზზე თქვენ ხართ ჩვენი ძლიერი სახე. ამიტომ ჩვენ პირნათლად ვასრულებთ ყველა ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებას, იგივე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, თუკი რაიმე გვევალება თქვენს სფეროში, პრაქტიკულად ყველა დირექტივა დანერგილია და ამ მიმართულებით ძალიან ამაყები და წელგამართულები ვართ“, - დასძინა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს მთავრობას აქტიურ მხარდაჭერასა და დახმარებას უწევს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აშშ-ის მთავრობა, რათა ეს სფერო კიდევ უფრო წარმატებული გახდეს.
„USAID-ის პროგრამის მეშვეობით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მთავრობა საპორტო ინფრასტრუქტურაში ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვას გვიფინანსებს, რომ ჩვენი ქვეყანა შავი ზღვის კარიბჭედ გარდაიქმნას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

„მეზღვაური საკვანძო პროფესიაა!“ - ამ სლოგანით წარმართავს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO) 2020 წლის კამპანიას და წევრ ქვეყნებს მოუწოდებს მხარი დაუჭირონ მეზღვაურებს და თავისი წვლილი შეიტანონ მათ როტაციაში.
საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, ვინც ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მოწოდებას და 15 ივნისს მეზღვაური - “საკვანძო პროფესიად“ გამოაცხადა.

ღონისძიების ფარგლებში ღვაწლმოსილი მეზღვაურები დაჯილდოვდებიან საზღვაო სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ჯილდოთი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კერძო სექტორთან ერთად ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის და სხვა საზღვაო სასწავლებლების 10 სტუდენტს 2020-2021 სასწავლო წლის საფასურს დაუფინანსებს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა