logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„საქართველო მეზღვაურებისათვის „უსაფრთხო ჰაბად“ გადაიქცა“ - საერთაშორისო დარგობრივი მედია საშუალებები საქართველოს შესახებ წერენ
„საქართველო მეზღვაურებისათვის „უსაფრთხო ჰაბად“ გადაიქცა“ - საერთაშორისო დარგობრივი მედია საშუალებები საქართველოს შესახებ წერენ
10:43 29.06.2020
მთავრობის 2020 წლის 15 ივნისს გადაწყვეტილებით, საქართველო შეუერთდა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ წამოწყებულ კომპანიას და მეზღვაური - "საკვანძო პროფესიად" გამოაცხადა. საქართველოს გადაწყვეტილება მხარი დაუჭიროს მეზღვაურებს, ყურადღების გარეშე არ დაუტოვებია მსოფლიოს საზღვაო საზოგადოებას.
"საქართველო მეზღვაურებისათვის "უსაფრთხო ჰაბად" გადაიქცა", "საქართველო მეზღვაურთა როტაციას ნებადართულად აცხადებს" - ასეთი სათაურებით გამოაქვეყნეს სტატიები მსოფლიოს წამყვანმა დარგობრივმა გამოცემებმა -  Hellenic Shipping News, Marine Insight, Cyprus Shipping News, Safaty4sea,  MarineLink და Maritime Business World, რომლებიც მსოფლიოს მაშტაბით საზღვაო სექტორის სიახლეებს აშუქებენ.
"საქართველო არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელმაც აღიარა და განსაზღვრა მეზღვაურთა სტატუსი, როგორც "საკვანძო პროფესიის" წარმომადგენლები", წერს Cyprus Shipping News. 
"საქართველო გამოიყენებს კორონავირუსის გავრცელების რისკების მართვის წარმატებულ გამოცდილებას მეზღვაურთა რეპატრიაციისა და როტაციის ხელშესაწყობად", - ამას Marine Insight-ს აქვეყნებს, ხოლო გამყვანი ბერძნული საზღვაო გამოცემა  Hellenic Shipping News მკითხვებს სთავაზობს სტატიას, რომლის თანახმადაც საქართველო "უსაფრთხო ჰაბის ფუნქციას იძენს, სადაც საზღვაო ინდუსტრიის წარმომადგენლებს, გემთმფლობელებს სპეციალური ზომების დაცვით ქვეყანაში მეზღვაურების მიღებასა და საბოლოო დანიშნულებამდე მიღწევაში ტრანზიტის როლის შესრულებას შესთავაზებენ".
"გემის ეკიპაჟის შეცვლა გინდათ? - სცადეთ საქართველო, შავი ზღვა" - გემთმფლობელებს ამ რჩევას Maritime Bulletin აძლევს. "ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის და გლობალური პანდემიის ფონზე ქვეყანაში არსებული მშვიდი ვითარების გათვალისწინებით ეს გადაწყვეტილება ბევრი გემთმფლობელისათვის გამოწვევის დაძლევის ერთადერთ შესაძლებლობად შეიძლება იქცეს", - ნათქვამია სტატიაში.
პანდემიით შექმნილი უპრეცედენტო ვითარების გამო მსოფლიოს მასშტაბით 300,000-ზე მეტი მეზღვაური ვერ ახერხებს სამშობლოში დაბრუნებას, ხოლო მილიონამდე მეზღვაური - გემზე დასაქმებას. პრობლემის გასაჭრელად საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ (IMO) 2020 წელს წამოიწყო კამპანია "მეზღვაური საკვანძო პროფესიაა!" - და მოუწოდა წევრ ქვეყნებს თავისი წვლილი შეეტანათ აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში.
საქართველომ 2020 წლის მარტიდან აქტიურად დაიწყო ქართველი მეზღვაურების რეპატრიაციისა და როტაციის პროცესი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით დღეისათვის დახმარება 1000-ზე მეტ მეზღვაურს გაეწია.
მეზობელ ქვეყნებთან წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად საქართველოს დღეისათვის აქვს ე.წ. "მწვანე კორიდორები". აღნიშნული კორიდორის ეფექტური და უსაფრთხო ფუნქციონირებისათვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ განსაზღვრული იქნა საქართველოს ტერიტორიაზე მეზღვაურთა უსაფრთხო გადაადგილების, მათი ქვეყანაში/ქვეყნიდან მიიღება/გაცილების და საკარანტინო სივრცეში მოთავსების წესები, ხოლო ეკიპაჟის ცვლილების პროცესის ორგანიზებასა და კოორდინაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უწევს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა