logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: ჩვენი საბოლოო მიზანია, ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გავხდეთ
ნათია თურნავა: ჩვენი საბოლოო მიზანია, ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გავხდეთ
16:05 27.06.2020
„ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 6 წლის შემდეგ ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო ძალიან პოზიტიური ბიძგი ჩვენი განვითარებისა და რეფორმებისთვის. ასოცირების ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება, რომელმაც ხელი შეუწყო ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას. დღეს ევროკავშირი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია და მასზე ჩვენი სავაჭრო ბრუნვის 24 პროცენტი მოდის. რაც შეეხება ექსპორტს, ევროკავშირში ექსპორტის მაჩვენებელი 12 პროცენტითაა გაზრდილი,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის ფაქტის შეფასებისას.

მინისტრის განცხადებით, ასოცირების შეთანხმებამ საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახადა ევროკავშირის ბაზრის 4 თავისუფლებიდან 3 - ესაა, საქონლის, კაპიტალის და მომსახურების თავისუფალი გადაადგილება, რაც საქართველოს ეკონომიკური განვითარებისათვის მნიშვნელოვანი სტიმულია. მისი თქმით, შეთანხმებამ კარგი ასპარეზი შექმნა ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის და ევროკავშირის სხვადასხვა სტიმულირების პროგრამის მეშვეობით მათი კონკურენტუნარიანობის ზრდას შეუწყო ხელი.

ნათია თურნავამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის მხარდაჭერაზე რეფორმების განხორციელების მიმართულებით. მან აქცენტი გააკეთა ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზების რეფორმაზე, რომლის მიზანსაც საქართველოს ევროკავშირის ენერგობაზართან ჰარმონიზება წარმოადგენს. მინისტრის თქმით, დაფუძნდა ენერგეტიკული ბირჟა, ხორციელდება რეფორმები ენერგოეფექტურობისა და კონკურენციის გაზრდის მიმართულებით და სხვ.

მინისტრმა ცალკე გამოყო ევროკავშირთან თანამშრომლობა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში. მისი თქმით, ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე გავრცელებამ საქართველოსთვის შექმნა ახალი შესაძლებლობები ევროკავშირთან სატრანსპორტო კავშირების გაძლიერების თვალსაზრისით და ზოგადად ევროპა-აზიის დერეფნის განვითარების კუთხით. „განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქვეყნის სატრანსპორტო ქსელის განვითარებას, გამტარუნარიანობის, უსაფრთხოების გაზრდას, რასაც ემსახურება ის მსხვილი ინფრასტრუქტული პროექტები, რომლებიც უკვე დაწყებულია ან მომავალში განხორციელდება. აღსანიშნავია, რომ TEN-T-ის საინვეტიციო გეგმაში გათვალისწინებულია საქართველოს 18 პრიორიტეტული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლებიც ეხება ყველა მიმართულებას (საზღვაო, სახმელეთო, საჰაერო). ამ პროექტების გარკვეული ნაწილი ხორციელდება სწორედ ევროპული ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერით,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრმა ასევე დიდი შეფასება მისცა ევროკავშირთან თანამშრომლობას სოფლის მეურნეობისა და ხარისხის ინფრასტრუქტურის სფეროებში.

„ჩვენი საბოლოო მიზანია, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ჩვენ ძალიან პოზიტიურად მივდივართ ამ გზაზე და ძალიან ხელშესახები პროგრესი გვაქვს ყველა მიმართულებით. ჩვენ დავისახეთ მიზნად, რომ ვიმოძრაოთ ევროკავშირთან ერთად, რათა დავუახლოვდეთ ევროკავშირის სტანდარტებს, მოვახდინოთ კანონმდებლობის ჰარმონიზაცია. ყოველივე ეს ჩვენს ბიზნეს გარემოს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის უცხოელი ინვესტორებისთვის, რადგან მათთვის ის თამაშის წესები, რომელიც ჩვენთან ინერგება, კარგად არის ნაცნობი,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა