logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
კახეთის რეგიონში ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღება დაიწყო
კახეთის რეგიონში ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღება დაიწყო
10:48 27.06.2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატი დავით სონღულაშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი სოფელ ჩუმლაყში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ.

„წელს, კახეთის რეგიონში ატმისა და ვაშლატამას საკმაოდ დიდ მოსავალს ველოდებით, რომლის საერთო საპროგნოზო რაოდენობა 35 000 ტონაზე მეტი იქნება. პროდუქციის რეალიზების პრობლემა არ არის. საქართველოდან ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელდება. ჯამში, 22 სამაცივრე მეურნეობა იმუშავებს. ჩვენი სამინისტრო გააკონტროლებს მწვანე დერეფნის ფუნქციონირებას. მინდა, ფერმერებს მოვუწოდო, ჩაერთონ სადაზღვევო პროგრამაში, რომლის ფარგლებში, დღეისათვის, მხოლოდ 24 ჰექტარი მიწის ფართობია დაზღვეული, ბაღების საერთო ფართობი კი, დაახლოებით, 6 000 ჰექტარს შეადგენს“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

როგორც შეხვედრაზე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, კორონავირუსის პირობებში, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ფერმერებს აგროვადების დაცვით სამუშაოების განხორცილებაში შეფერხება არ ჰქონოდათ.

„აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით მიღებულმა დახმარებამ ხელი შეუწყო მოსავლის აღების პროცესს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით, კახეთში 3 მძლავრი გადამმუშავებელი კომბინატი მუშაობს, სადაც წვენებისა და ხილფაფების წარმოება ხდება. ვფიქრობ, ატმის რთველი წარმატებით ჩაივლის და ფერმერები კმაყოფილები იქნებიან“, - განაცხადა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღეის მდგომარეობით, დაკრეფილი ატმისა და ვაშლატამას მოსავლის რაოდენობა 396 ტონაზე მეტია, საიდანაც ექსპორტირებულია 49 ტონა შეადგინა. ატმის საბითუმო ფასი 1.00-დან 1,3 ლარამდე მერყეობს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა