logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
logo2
logo2
ნათია თურნავა: სიმბოლურია, რომ მიუხედავად ყველა გამოწვევისა, ჩვენი ტურიზმის ინდუსტრია არა თუ გადარჩება, არამედ იმაზე უფრო მეტად ძლიერი იქნება, ვიდრე აქამდე იყო
ნათია თურნავა: სიმბოლურია, რომ მიუხედავად ყველა გამოწვევისა, ჩვენი ტურიზმის ინდუსტრია არა თუ გადარჩება, არამედ იმაზე უფრო მეტად ძლიერი იქნება, ვიდრე აქამდე იყო
18:59 31.05.2020
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კომპლექსის „ბამბუ ბიჩ ციხისძირი“ მშენებლობა იწყება სწორედ იმ დროს, როდესაც გლობალური ტურისტული ინდუსტრია დიდი გამოწვევის წინაშე დგას და ტურიზმი დიდადაა დაზარალებული გლობალური პანდემიის გამო. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია, რომ მიზნად ისახავს საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის გაძლიერებას და დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყნის ტურისტული ინდუსტრიის ერთ-ერთი თვალსაჩინო პროექტი იქნება, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ციხისძირში, დეველოპერული კომპანიის „რედკოს“ ახალი პროექტის პრეზენტაციისას.

მინისტრმა დღეს მონაწილეობა მიიღო სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში, რომელიც 2021 წლისთვის უნდა დასრულდეს. პროექტი 521 პრემიუმ კლასის აპარტამენტსა და Marriott International-ის საერთაშორისო ბრენდ სასტუმრო aloft-ის 119 სასტუმრო ნომერს მოიცავს. სასტუმრო კომპლექსის პრეზენტაციაში ასევე მონაწილეობდა აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე.

ნათია თურნავას განცხადებით, პროექტის ჯამური ინვესტიცია 70 მლნ ლარია, ხოლო უშუალოდ კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებზე 200 ადამიანი დასაქმდება. მისი თქმით, Marriott International-ის საერთაშორისო ბრენდ სასტუმრო aloft-ი მსოფლიოს 25 ქვეყანაშია წარმოდგენილი და მათ რიცხვს საქართველოც შეემატება. „ეს პროექტი სიმბოლურია, რადგან იწყება მაშინ, როდესაც ბევრ ქვეყანაში სასტუმროები იხურება. ჩვენთვის ესაა იმის სიმბოლო, რომ მიუხედავად ყველა გამოწვევისა - პანდემიისა, გლობალური ეკონომიკური კრიზისისა და ა.შ., ჩვენი ტურიზმის ინდუსტრია არა თუ გადარჩება, არამედ იმაზე უფრო მეტად ძლიერი იქნება, ვიდრე აქამდე იყო. ჩვენ ამ პერიოდში შევიძინეთ ახალი, უნიკალური კონკურენტული უპირატესობა. ჩვენმა ტურისტულმა ინდუსტრიამ ყველაფერს გაუძლო. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად სწორია, რომ დღეს ჩვენ ახალ სასტუმროებს უნდა ჩავუყაროთ საფუძველი,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

„საქართველოს მთავრობის პოლიტიკა, რომელიც დაზარალებული ტურისტული სექტორის მხარდაჭერისკენაა მიმართული, საკმაოდ ეფექტურია და ამ ფონზე შესაძლებელი ხდება არა მხოლოდ არსებული სასტუმროების შენარჩუნება, არამედ ახალი კომპლექსების მშენებლობის დაწყებაც. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება საწინდარი კიდევ უფრო ძლიერი ტურისტული სექტორისა საქართველოში. ამ კრიზისიდან ჩვენ უფრო ძლიერები გამოვდივართ, ვიდრე ვიყავით,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

კომპლექსი „ბამბუ ბიჩ ციხისძირის“ ინფრასტრუქტურა მოიცავს: ნავსადგომს, ღია და დახურულ საცურაო აუზებს, აკვაპარკს, ზიპლაინს, საბავშვო გასართობ მოედანს, სპა და ფიტნეს ცენტრს, საკონფერენციო დარბაზს, ღია და დახურულ ავტოსადგომებს, რესტორნებსა და ბარებს. კომპლექსი განთავსდება სანაპიროს პირველ ზოლში, რომელიც შემოფარგლულია ბამბუკის ტყით.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა