logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: კორონა ვირუსიდან გამომდინარე მომავალი რთველი, ღვინის მწარმოებელი ქვეყნებისთვის, ბოლო რამდენიმე წელთან შედარებით, ყველაზე დიდი და რთული გამოწვევა იქნება
ლევან დავითაშვილი: კორონა ვირუსიდან გამომდინარე მომავალი რთველი, ღვინის მწარმოებელი ქვეყნებისთვის, ბოლო რამდენიმე წელთან შედარებით, ყველაზე დიდი და რთული გამოწვევა იქნება
12:20 23.05.2020
პანდემის გამო ევროპაში ღვინის დარგში შექმნილი ვითარება ონლაინ ფორმატის შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და იტალიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, კვების და სატყეო პოლიტიკის მინისტრმა, ტერეზა ბელანოვამ განიხილეს.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის სოფლის მეურნეობის განვითარების კომისიის ვიცეპრეზიდენტი პაოლო დეკასტრო, იტალიის სავაჭრო, ინდუსტრიის, სახელოსნო და სოფლის მეურნეობის პალატების გაერთიანების ვიცეპრეზიდენტი და კაზერტას სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ტომაზო დესიმონე, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის ვიცეპრეზიდენტი ლუიჯი მოიო, იტალიის ღვინოების გაერთიანების პრეზიდენტი ერნესტო აბონა და ასოციაციის „ქართული ღვინო“ დირექტორი თინა კეზელი.

„კორონავირუსის გავრცელებით შექმნილმა ვითარებამ, ფაქტობრივად ევროპის ყველა ქვეყანაში, ღვინის გაყიდვებთან დაკავშირებით, პრობლემები შექმნა. შეხვედრაზე ევროკავშირის ვიცეკომისარმა სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების დარგში, ღვინის სექტორთან დაკავშირებით არსებული ვითარება მიმოიხილა. საუბარი შეეხო მომავალ რთველს, რომელიც ღვინის მწარმოებელი ქვეყნებისთვის, ბოლო რამდენიმე წელთან შედარებით, ყველაზე დიდი და რთული გამოწვევა იქნება. დარგის გადასარჩენად, ქვეყნების მთავრობები სხვადასხვა სამოქმედო გეგმებს განიხილავენ. ბევრ მათგანს რადიკალური ნაბიჯების გადადგმა მოუწევს. იტალიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ღიად და პირდაპირ დააფიქსირა, რომ არ უნდა შევქმნათ ცრუ მოლოდინები. ახალ შესაძლებლობებთან დაკავშირებით, სწორი აქცენტები უნდა გაკეთდეს. რეალურად, ბევრი თვე და წლებიც კი კრიზისი იქნება აგროსასურსათო დარგში და განსაკუთრებით მეღვინეობაში. შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ პრობლემებზე, მათ შორის მეღვინეობაში.

განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეები დაზარალდნენ. ისინი, ძირითადად, ტურისტებზე იყვნენ დამოკიდებულები. დღეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ სეგმენტის მხარდაჭერა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

„ონლაინ ფორმატში შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი სტუმრების მონაწილეობით ჩატარდა. შეხვედრაზე საუბარი იყო „მერანოს ღვინისფეს ტივალზეც“, რომელიც, სრულიად ახალი კონცეფციით, წლის ბოლოს ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ „მერანოს ფესტივალს”, 2021 წელს, საქართველო უმასპინძლებს. მოსამზადებელი სამუშაოები იტალიურ მხარესთან ერთად მიმდინარეობს“, - განაცხადა თინა კეზელმა.

„მერანოს 29-ე ღვინის ფესტივალში“ კი, საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას. წლევანდელი ფესტივალის სლოგანია „ვუბრუნდებით ფესვებს“.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა