logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
გიორგი გახარია რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზების პროექტზე: ეს გზა დიდ ეკონომიკურ შემოსავლებს მოუტანს რეგიონს, ქვეყანას და ამ რეგიონში მცხოვრებლებს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომავალ წლებში აქ კიდევ უფრო მეტი ქართველი დასაქმდეს
გიორგი გახარია რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზების პროექტზე: ეს გზა დიდ ეკონომიკურ შემოსავლებს მოუტანს რეგიონს, ქვეყანას და ამ რეგიონში მცხოვრებლებს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომავალ წლებში აქ კიდევ უფრო მეტი ქართველი დასაქმდეს
20:31 22.05.2020
საქართველოში დღეს ეს არის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი. მიუხედავად გლობალური პანდემიისა ამ პროექტზე მშენებლობა არც ერთი დღით არ შეჩერებულა და ეს იყო ჩვენი აბსოლუტურად გააზრებული გადაწყვეტილება, რომ ქვეყანაში სისტემური პროექტები არ უნდა გაჩერდეს, მათი მშენებლობა უნდა გაგრძელდეს. ამ გადაწყვეტილებას ჰქონდა ძალზედ სერიოზული დასაბუთება, ყველას კარგად გვესმის, რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ პროექტს ქვეყნის ეკონომიკისა და, ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზების პროექტთან დაკავშირებით განაცხადა. მთავრობის მეთაური დღეს რიკოზე ვიცე-პრემიერ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან, გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძესთან და იმერეთის გუბერნატორ ზვიად შალამბერიძესთან ერთად იმყოფებოდა, სადაც მიმდინარე სამუშაოები პირადად დაათვალიერა.


როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, პროექტი სრულად შეცვლის ქვეყანაში მობილობის ხარისხს, მაღალი მობილობა კი სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას ნიშნავს.


"ეს არის აღმოსავლეთ-დასავლეთ კორიდორი, საქართველოს მონაკვეთი, რომელიც დაახლოებით 388 კილომეტრია. ეს არის მონაკვეთი, რომელიც საქართველოს გავლით აერთებს ევროპას ჩინეთთან და ამ გზის დროულად დამთავრებას აქვს უდიდესი, გლობალური საერთაშორისო მნიშვნელობა, რადგან ეს გზა დიდ ეკონომიკურ შემოსავლებს მოუტანს რეგიონს, ქვეყანას, ამ რეგიონში მცხოვრებლებს. გარდა ამისა, უნდა გავითვალისწინოთ რომ ესაა პროექტი, სადაც დასაქმებულია 5 000 ადგილობრივი მოსახლე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქე და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომავალი წლების განმავლობაში აქ კიდევ უფრო მეტი ქართველი დასაქმდეს, ისწავლოს და დამატებითი კომპეტენცია შეიძინოს, რომელსაც შემდეგ მოახმარს ქართულ სამშენებლო კომპანიებს. დღეს ჩვენ რაც ვნახეთ, ესაა უაღრესად შთამბეჭდავი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც სრულად შეცვლის ქვეყანაში მობილობის ხარისხს. მაღალი მობილობა - ეს არის სწრაფი ეკონომიკური განვითარება,"- აღნიშნა პრემიერმა.


გიორგი გახარიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პროექტის განხორციელების პირობებში ქვეყანაში დამატებითი კომპეტენცია დარჩება და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა მომავალში მასშტაბური პროექტები ქართულმა კომპანიებმა აითვისონ.


"დღეს, ეს მონაკვეთი წარმოადგენს დაახლოებთ 96 გვირაბს და 54 ხიდს. ეს ნიშნავს, რომ ეს მონაკვეთი, რიკოთის მონაკვეთი იქნება ძირითადად ინჟინერული გზა, რომლის უდიდესი მნიშვნელობა არის, რომ ჩვენ, ამ პროექტის განხორციელების პირობებში, დამატებითი კომპეტენცია დავტოვოთ ქვეყანაში, რათა მომავალში, როდესაც ქვეყანა მზად იქნება მსგავსი პროექტებისთვის 2 მილიარდ 500 მილიონი ლარი დახარჯოს, ეს პროექტები შეასრულონ ქართულად კომპანიებმა. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან ამ პროექტის შემდგომ, დამატებით, უნდა დავიწყოთ ამ პროექტის გაგრძელება წითელ ხიდამდე, უნდა იყოს მცხეთა-ლარსის დამაკავშირებელი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ პროექტების ათვისება შეძლონ ქართულმა კომპანიებმა,"- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა