logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: ენერგოეფექტურობის შესახებ კანონი, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა, უფრო მეტად გვაახლოებს ევროკავშირთან
ნათია თურნავა: ენერგოეფექტურობის შესახებ კანონი, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა, უფრო მეტად გვაახლოებს ევროკავშირთან
19:02 22.05.2020
"მოხარული ვარ, რომ პარლამენტმა ენერგოეფექტურობის შესახებ კანონი დაამტკიცა. ეს არის ერთ-ერთი პრინციპული კანონი, რომელიც გვაახლოებს ევროკავშირთან, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტის მიერ ენერგოეფექტურობის შესახებ კანონის დამტკიცების შესახებ კომენტირებისას განაცხადა. მისივე თქმით, ბოლო სამი წელია ქვეყანა დაჩქარებულ რეფორმებს ახორციელებს ენერგოსექტორში და მთავარი ამოცანაა, ენერგეტიკული სექტორი რეალურად გარდაიქმნას ევროპული სტანდარტებით აგებულ მწვანე ენერგოსექტორად.



"ჩვენ დავაფუძნეთ ენერგეტიკული ბირჟა, გავატარეთ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები და ამოცანა არის, რომ ჩვენი საკუთარი მწვანე რესურსი უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ. გარდა ამისა, ვისწავლოთ ამ რესურსის ეფექტიანი მოხმარება. აქედან გამომდინარე, ვულოცავ მთელ ენერგეტიკულ სექტორს, მთლიანად საქართველოს ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელიც ყველაფერთან ერთად უფრო მეტად გვაახლოებს ევროკავშირთან და ევროკავშირში არსებულ წესებთან", - აღნიშნა ნათია თურნავამ.



ენერგეტიკული რეფორმის ფარგლებში, პარლამენტმა ასევე დაამტკიცა კანონპროექტი ენერგოეფექტური შენობების შესახებ. ორივე კანონის მიღება საქართველოს ენერგეტიკული რეფორმის შემადგენელია, რომელსაც ქვეყანა ევროკავშირთან "ასოცირების შეთანხმების" გაფორმებისა და შესაბამისად, საქართველოს "ენერგეტიკულ გაერთიანებაში" გაწევრიანების საფუძველზე ახორციელებს. საქართველოსთვის, როგორც აღნიშნული გაერთიანების წევრი სახელმწიფოსთვის, სავალდებულო გახდა შესაბამისი ევროდირექტივების ეროვნულ კანონმდებლობაში იმპლემენტაცია.



შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ კანონის მიზანია, შენობების ენერგოეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა, რასაც, სათბური გაზების ემისიის შემცირებასთან ერთად, გააჩნია სხვა ბევრი ისეთი დადებითი შედეგიც, როგორიცაა მაგალითად სამშენებლო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდა, ტექნოლოგიების განვითარება და ინოვაცია, ჰაერის, წყლის მიწის დაბინძურების შემცირება, ადამიანის ჯანმრთელობისა და კომფორტის დონის გაზრდა, ენერგიის მოხმარებაზე გადასახადების შემცირება და სხვ.



ენერგოეფექტურობის შესახებ კანონის მიზნების შესრულება ხელს შეუწყობს ენერგიაზე მოთხოვნის ეკონომიკურად და ეკოლოგიურად მიზანშეწონილი მართვის პრაქტიკის დანერგვას; ენერგორესურსების იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას, შესაბამისად ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდას, რაც ასევე უზრუნველყოფს ქვეყნიდან გასული ვალუტის შემცირებას; როგორც გარე, ეკოლოგიური მდგომარეობის ასევე, შენობების შიდა კლიმატური პირობების გაუმჯობესებას, რაც ჯანმრთელობის დაცვის, შრომისუნარიანობის ამაღლებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისა და შესაბამისად მოსწავლეების განვითარების ერთ-ერთი ფაქტორია.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა