logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: მსხვილი პროექტები, მათ შორის ჰიდროელექტროსადგურები - არის შემოსავლები, სამუშაო ადგილები, ეკონომიკური წინსვლა და ეს არავის უნდა აღიზიანებდეს
ნათია თურნავა: მსხვილი პროექტები, მათ შორის ჰიდროელექტროსადგურები - არის შემოსავლები, სამუშაო ადგილები, ეკონომიკური წინსვლა და ეს არავის უნდა აღიზიანებდეს
16:01 22.05.2020
„ჰიდროელექტროსადგურების პროექტების განხორციელება ძალიან სკურპულოზური საჯარო განხილვების შედეგად ხდება. ეს ნამდვილად არ მომხდარა ერთ დღეში და არამც და არამც საგანგებო ვითარებაში, ეს არის მრავალწლიანი პროცესი“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღესდღეობით საქართველოში მიმდინარე ჰესების პროექტებზე საუბრისას.

ნათია თურნავამ იმ ოპონენტებს უპასუხა, რომლებიც ხელისუფლებას პანდემიის გამო არსებული საგანგებო მდგომარეობის დროს ჰესების პროექტებზე მუშაობის გამო აკრიტიკებენ. „ოპოზიაცია ან საქმის კურსში არ არის ჩვენსა და მოსახლეობას შორის კომუნიკაციის თაობაზე, ან უბრალოდ, განზრახ ამახინჯებს ამ პროცესებს. თვითონ საგანგებო მდგომარეობის დროსაც, თითოეული ჩვენი ნაბიჯი ძალიან დეტალური კომუნიკაციის შედეგია მთლიანად მოსახლეობასთან და კონკრეტულად იმ ჯგუფებთან, ვისაც ესა თუ ის ნაბიჯი ეხება“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავას ინფორმაციით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ნებისმიერი ღონისძიება კონკრეტულ ინდუსტრიასთან მრავალჯერ იქნა განხილული და მხოლოდ ამის შემდეგ გადაიდგა შესაბამისი ნაბიჯები. მინისტრის განცხადებით, პირიქით, მისასალმებელია, რომ მიუხედავად პანდემიისა და საგანგებო ვითარებისა, საქართველოში შესაძლებელია,ქ არ შეფერხდეს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები და მიღებულ იქნას სხვადასხვა საინვესტიციო გადაწყვეტილებები.

„ეს ეხება როგორც ჰიდროელექტროსადგურებს: ონს, ნამახვანს, რომლის მშენებლობაც პრაქტიკულად დღე-დღეზე დაიწყება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ენერგოსექტორისთვის, ასევე ფოთის პორტის პროექტს, რომლზეც მუშაობა არ შეფერხებულა და დაჩქარდა. ეს არის იმის სამომავლო წინაპირობა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წელს ეკონომიკური ზრდის კლება გვექნება, 2021 წელს გვექნება ზრდა და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი - ეს არის შემოსავლები, სამუშაო ადგილები, ეკონომიკური წინსვლა და ეს არავის უნდა აღიზიანებდეს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა