logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: საგანგებო ვითარების გაუქმება უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს თითოეულ ჩვენგანს, მათ შორის ბიზნესს
ნათია თურნავა: საგანგებო ვითარების გაუქმება უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს თითოეულ ჩვენგანს, მათ შორის ბიზნესს
14:53 22.05.2020
ის ფაქტი, რომ ეპიდემიის ეფექტიანად მართვის წყალობით შევძელით და ვაუქმებთ საგანგებო ვითარებას, უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს თითოეულ ჩვენგანს, მათ შორის ბიზნესს, ვინც იწყებს საქმიანობას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, უახლოეს პერიოდში ეტაპობრივად სხვა შეზღუდვებიც გადაიხედება.
„მინდა ვთქვა, რომ ერთი მხრივ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ბიზნესის მიმართ, რომ მაქსიმალურად შეუფერხებლად შეუძლიათ საქმიანობის გაგრძელება ანაც განახლება. მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით ჩვენ მაქსმალურად გვერდში ვუდგავართ მათ და იმ პრობლემების გადალახვაში ვეხმარებით, რაც საბრუნავი სახსრების ნაკლებობასა და კრიზისთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრობლემას უკავშირდება. ასვეე მინდა ვთქვა - ის აქტი, რომ ეპიდემიის ეფექტური მართვის წყალობით შევძელით და ვაუქმებთ საგანგებო ვითარებას, არ ნიშნავს იმას, რომ ყველას - თითოეულ ჩვენგანს, საზოგადოებას, ბიზნესის წარმომადგენლებს არ ეკისრება პასუხისმგებლობა. პირიქით, ეს უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს თითოეულ ჩვენგანს, მათ შორის ბიზნესს, ვინც იწყებს საქმიანობს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების ნებისმიერი გართულება ისევ დაგვაყენებს იმ საფრთხის და აუცილებლობის წინაშე, რომ კვლავ მოხდეს შეზღუდვების გარკვეული გამკაცრება.

„ძალიან არ გვინდა ისევ დავდგეთ იმ საფრთხის წინაშე, რომ კვლავ მოხდეს გამკაცრება, რადგან პირიქით ჩვენი ამოცანაა, ეტაპობრივად დავიწყოთ ეკონომიკის ამოქმედება. დაგეგმილი გვაქვს ტურისტების მასპინძლობა, შიდა ტურიზმის გახსნა და ნამდვილად არ გვინდა, რაიმე სახის შემზღუდავი ზომების კვლავ გამოყენება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა