logo2
logo2
logo2
არქივი
« მაისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კოვზანაძე: ფინანსთა სამინისტროს კარგი ბიუჯეტის პროექტის მოსამზადებლად სჭირდება გარკვეული დრო, რომ კვალიფიციური და ზუსტი ანალიზები ჰქონდეს
ირაკლი კოვზანაძე: ფინანსთა სამინისტროს კარგი ბიუჯეტის პროექტის მოსამზადებლად სჭირდება გარკვეული დრო, რომ კვალიფიციური და ზუსტი ანალიზები ჰქონდეს
14:38 21.05.2020
„ჩვენ მხარს ვუჭერთ საგადასახადო კოდექსში ცვლილებას, რომელსაც დაჩქარებული წესით ვიხილავთ და ნამდვილად დაჩქარებული წესით განხილვა სჭირდება ამ კაონონპროექტს, რათა ბიუჯეტი მოვამზადოთ დროულად პარლამენტში შემოსატანად. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა დროულად მიიღონ ის დახმარებები, რასაც მთავრობა მათთვის ითვალისწინებს“, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს 1500 ლარამდე ხელფასის მქონე ადამიანების გათავისუფლებას საშემოსავლო გადასახადისგან 750 ლარის ნაწილში. გარდა ამისა, კომპანიები, რომლებიც გასცემენ არენდას და ლიზინგს, დღგ-ს გადაიხდიან მაშინ, როდესაც მიიღებენ კომპენსაციას, რაც მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია ამ სექტორისთვის. „სამასპინძლო სექტორისთვის დიდი ნაბიჯია გადადგმული ტურიზმის და ამ მიმართულებით მომუშავე კომპანიების გათავისუფლებით ქონების გადასახადებისგან. 250 მლნ ლარი სჭირდება პირველ ნაწილს - საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას, ხოლო 40 მლნ ლარი - სამასპინძლო სექტორს. თითქმის 300 მლნ ლარი დააკლდება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს. ჩვენ მივყვებით ანტიკრიზისულ პროგრამას, რომლის პრეზენტაციაც გააკეთა პრემიერ-მინისტრმა. ამ პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტი გახლდათ საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები. მეორე პროექტია საპენსიო კანონმდებლობაში ცვლილება ინდექსაციასთან დაკავშირებით, რომელსაც სჭირდება დამატებით 230 მლნ ლარი, რაც მოსაძიებელია. ეს ცვლილებაც იქნება 2021 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული. ამ პროექტის განხილვაც გვექნება“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მისი თქმით, ნაბიჯები არის თანმიმდევრულად გადადგმული, რათა ეს პროექტები იყოს განხილული.

„იმისათვის, რომ ბიუჯეტის კარგი პროექტი იქნას წარმოდგენილი, საჭოროა ეს ცვლილებები, რომელსაც დაჩქარებული წესით განვიხილავთ დღეს. არსებულ პირობებში, როდესაც ეკონომიკური გაურკვევლობებია ყველგან. არა მარტო საქართველო, არამედ მსოფლიოს ქვეყნები არიან ღრმა ეკონომიკურ კრიზისში. ყოველ დღეს შემოაქვს განსაკუთრებული სინათლე არსებულ ეკონომიკურ გაურკვევლობაში. ბიუჯეტის მომზადება არ არის მარტივი პროცესი არსებულ სიტუაციაში იმიტომ, რომ ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი თავიდანაა მოსამზადებელი. საქართველოს ეკონომიკა იქნება რეცესიაში და ეს იქნება მინიმუმ 4 %. ასევე იქნება მთლიანი შიდა პროდუქტის დეფიციტი. ამიტომ ფინანსთა სამინისტროს ამ პროექტზე მომუშავე თანამშრომლები საჭიროებენ გარკვეულ დროს, რომ კვალიფიციური და ზუსტი ანალიზები ჰქონდეთ. ყოველი ახალი დღე მნიშვნელოვანია ამისთვის“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მისი ინფორმაციით, 3 მლრდ 900 მლნ ლარი არის საჭირო იმისათვის, რომ ანტიკრიზისული პროგრამა სრულად დაფინანსდეს.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა