logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში დაგეგმილი ეკონომიკური ზიანის შემსუბუქების ღონისძიებების შესახებ ლევან დავითაშვილმა ღვინის სექტორის წარმომადგენლებთან ისაუბრა
ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში დაგეგმილი ეკონომიკური ზიანის შემსუბუქების ღონისძიებების შესახებ ლევან დავითაშვილმა ღვინის სექტორის წარმომადგენლებთან ისაუბრა
19:48 17.05.2020
მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში დაგეგმილი ეკონომიკური ზიანის შემსუბუქების ღონისძიებების შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ღვინის სექტორის წარმომადგენლებთან ისაუბრა. ონლაინ შეხვედრაში ასოციაციის „ქართული ღვინო“ აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი და ასოციაციაში შემავალი 20-მდე კომპანიის ხელმძღვანელი მონაწილეობდა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალი კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ რაც შეიძლება მინიმალური ზარალი მიაყენოს ქვეყნის ეკონომიკას. შეხვედრაზე ვისაუბრეთ, თუ როგორ აისახება შექმნილი ვითარება მეღვინეობის სექტორზე. ასოციაციის წევრ მსხვილ კომპანიებს გავაცანი კონკრეტული შეთავაზებები, რომელსაც ითვალისწინებს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა. აღნიშნული გეგმის თანახმად, შესაძლებელი ხდება უფრო მეტი საკრედიტო-საფინანსო რესურსებით სარგებლობა, მათ შორის, მეღვინეობის დარგისთვის. არსებული ვითარების მიუხედავად, რთველის პერიოდს მომზადებული უნდა შევხვდეთ, გვქონდეს ტექნოლოგიურად გამართული საწარმოები. მეწარმეებმა უნდა გააგრძელონ დარგში ინვესტირება და კრიზისიდან ნაკლები დანაკარგებით გამოვიდნენ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

„საქართველოს ხელისუფლებამ დარგის წასახალისებლად ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, ვიდრე სხვა უფრო განვითარებულმა ქვეყნებმა. სამინისტროს მხრიდან არსებობს კონკრეტული ინიციატივები, როგორც მცირე საწარმოების, ასევე მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. კომუნიკაცია კრიზისის დროს ძალიან ღირებულია, რათა სწორად გამოვიყენოთ ეს პერიოდი შემდგომი მოქმედებისთვის”, - განაცხადა თინა კეზელმა.

აღსანიშნავია, რომ ანტიკრიზისული გეგმის თანახმად შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამაში ცვლილებები შევიდა და ძირითადი საშუალებების კომპონენტს და ლიზინგს დაემატა ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოების დაფინანსება. თანადაფინანსების პროცენტი ნაცვლად 8%-სა იქნება 11%. თანხობრივი ლიმიტი 20,000 ლარიდან - 1,500,000 ლარამდე.

ასევე ყურძნის გადამუშავების მიმართულებით არის სასურსათო მრეწველობის ქვეკომპონენტი, რომლის ფარგლებში სესხი გაიცემა 1,500,000 ლარიდან 5,000,000 ლარის ჩათვლით. საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას სააგენტო მოახდენს წლიური 10 %-ის მოცულობით 24 თვის განმავლობაში.

ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა კომპანიების წარმომადგენლებს პანდემიის დროს შექმნილ ვითარებაში ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის გაწეული დახმარებისთვის. კომპანიებმა „ბოლერო”, „გრუზვინპრომი”, „ტიფლისი დისტილერი”, „ყვარლის სარდაფი”, „კავკასიან ალკო” და „ასკანელი ძმები” გადაუდებელი საჭიროების სამედიცონო ინვენტარი შეიძინეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა