logo2
logo2
logo2
არქივი
« მაისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თიბისის მხარდაჭერით, სადეზინფექციო საშუალებების მწარმოებელი - შპს „ეკო ბოჰემია“ გაიხსნა
თიბისის მხარდაჭერით, სადეზინფექციო საშუალებების მწარმოებელი - შპს „ეკო ბოჰემია“ გაიხსნა
15:24 16.05.2020
ქართულ ბაზარზე, თიბისის მხარდაჭერით, უმაღლესი ხარისხის ანტისეპტიკური და სადეზინფექციო საშუალებების მწარმოებელი შპს „ეკო ბოჰემია“ იწყებს ფუნქციონირებას. მხარდაჭერის პროექტის ჯამური ღირებულება 1 000 000 ლარია.

საწარმოში წარმოებული ანტისეპტიკური ხსნარები ეკოლოგიურად სუფთა, უამღლესი ხარისხის უსაფრთხო პროდუქტს წარმოადგენს და არ არის ტოქსიკური. პროდუქცია შესაბამისად დამუშავებული წყლით. წარმოების პროცესში გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის ფრანგული ეთერზეთები.

საწარმოს გააჩნია ISO სერტიფიკატი და ის აქტიურად თანამშრომლობს ლუგარის ლაბორატორიასთან. „ეკო ბოჰემიას“ პროდუქციას აქვს, როგორც ლუგარის ლაბორატორიის, ასევე სხვა აკრედიტებული ლაბორატორიების დასკვნა.

საწარმოში, რომელიც წეროვანში მდებარეობს, 45 ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული. საწარმოს წარმადობა თვეში 400 ტონა პროდუქტია. აქედან 200 ტონა ხელის ანტისეპტიკები, 200 კი - სადეზინფექციო საშუალებებია. პროდუქცია ამჟამად მხოლოდ საქართველოს ბაზარზე ვრცელდება, თუმცა მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე სამომავლოდ მისი რაოდენობის გაზრდა იგეგმება.

შპს „ეკო ბოჰემია“ საწარმო „ბერტას“ ბაზაზე შეიქმნა, რომელიც ამიერკავკასიის რეგიონში საყოფაცხოვრებო მოხმარებისა და ჰიგიენური საუალებების პირველი და უდიდესი მწარმოებელი იყო. საწარმოს გააჩნია საკუთარი ქიმიური და მიკრობიოლოგიური ლაბორატორია და აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის ევროპული დანადგარებით.

„არსებულ რეალობაში თიბისისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იმ ინიციატივების მხარდაჭერაა, რომელთა მიზანიც COVID-19-ის გავრცელებასთან ბრძოლაა. აღნიშნული მიმართულებით, თიბისი არაერთი პროექტის როგორც ავტორი, ასევე პარტნიორია. აქტიურად ვთანამშრომლობთ როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორთან. შპს „ეკო ბოჰემიას“ წარმოებული ანტისეპტიკური და სადეზინფექციო საშუალებები, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის აუცილებელი პროდუქციაა. ამასთანავე, თიბისისთვის განსაკუთრებით საპასუხისმგებლო და საამაყოა ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც მაღალი ხარისხის ეროვნულ წარმოებას ავითარებს და ადგილობრივების დასაქმებას უწყობს ხელს“ - აცხადებს გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა