logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: მისასალმებელია, რომ ქართულმა ბიზნესმა სადეზინფექციო ხსნარების გაზრდილ მოთხოვნას ადგილობრივი წარმოებით სწრაფად უპასუხა
ნათია თურნავა: მისასალმებელია, რომ ქართულმა ბიზნესმა სადეზინფექციო ხსნარების გაზრდილ მოთხოვნას ადგილობრივი წარმოებით სწრაფად უპასუხა
12:08 15.05.2020
„იმ დროს, როდესაც ქვეყანა ემზადება, რომ უმასპინძლოს პირველ უცხოელ ტურისტებს და ზოგადად, ჩვენი ეკონომიკა ეტაპობრივად იხსნება, ძალიან მნიშვნელოვანია, ბიზნესმაც და მოსახლეობამაც უსაფრთხოების ყველა წესი დაიცვას. ამ მხრივ, პერიოდულად დეზინფექციის ჩატარება აუცილებელია. აქედან გამომდინარე, მისასალმებელია, რომ ქართული ბიზნესი უცებ გადაეწყო და გაზრდილ მოთხოვნას უპასუხა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მცხეთის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო საშუალებების მწარმოებელი ორი საწარმოს - „ეკო ბოჰემიასა“ და „ელექსირის“ სამუშაო პროცესის გაცნობის შემდეგ.

კომპანია „ეკო ბოჰემია“, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონში საყოფაცხოვრებო ჰიგიენური საშუალებების მსხვილი მწარმოებელი იყო, ამჟამად საქართველოს ბაზრისთვის ხელის ანტისეპტიკურ საშუალებებსა და სხვადასხვა ზედაპირების სადეზინფექციო ხსნარებს აწარმოებს.

საწარმო, სადაც 45 ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული, სამომავლოდ პროდუქციის ექსპორტზე გატანას გეგმავს. რაც შეეხება კომპანია „ელექსირს“, მისი წარმოებული ბიოსადეზინფექციო საშუალება ფლობს ხარისხის ნიშანს, სურსათის უვნებლობის, გარემოზე ზემოქმედების უვნებლობის და სხვა საერთაშორისო აღიარებებს. საწარმოში დღიური წარმოება 25 ტონას აღწევს. საწარმოში ექსპორტის დიდი მოთხოვნის გამო, თანამშრომელთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა.

„დღეს ორი კომპანიის საწარმოო პროცესს გავეცანი. ორივე მათგანი ბაზარზე ძალიან მოთხოვნად პროდუქციას აწარმოებს. ეს არის ქართული წარმოება და იმის ნათელი მაგალითი, თუ როგორი ნიჭიერია ქართული ბიზნესი, როგორ სწრაფად აუღო ალღო შეცვლილ მოთხოვნას და დადგა მოსახლეობის გვერდით, როდესაც ამის საჭიროებაა,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა