logo2
logo2
logo2
არქივი
« მაისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: ჩვენი სტრატეგიული მიმართულებები არ შეცვლილა - ჩვენ აქცენტი ყოველთვის გვქონდა ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაზე
ლევან დავითაშვილი: ჩვენი სტრატეგიული მიმართულებები არ შეცვლილა - ჩვენ აქცენტი ყოველთვის გვქონდა ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაზე
14:24 14.05.2020
„ჩვენი სტრატეგიული მიმართულებები არ შეცვლილა - ჩვენ აქცენტი ყოველთვის გვქონდა ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაზე. პროდუქტიულობის და კონკურენტუნარიანობის ზრდა, ეს არის ის მიმართულებები, რომლებიც ჩვენ დამტკიცებულ სტრატეგიებში გვაქვს და რომელსაც, სხვადასხვა სამოქმედო გეგმის მიხედვით, სამინისტრო ახორციელებს შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით. ეს პროგრამები დაფინანსებულია ბიუჯეტიდან. დამატებითი დახმარების პაკეტი, რომლის პრეზენტაციაც რამდენიმე დღის წინ გვქონდა, უკავშირდება კრიზისს. არაერთხელ განგვიცხადებია და პრემიერმა დღესაც განაცხადა, რომ პანდემიით გამოწვეული კრიზი შესაძლებლობებად უნდა ვაქციოთ"-ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბევრი ჩვენი თანამოქალაქე მიუბრუნდა სოფელს და დაიწყო ფერმერული საქმიანობა იქიდან გამომდინარე, რომ ეკონომიკის სტრუქტურა გარკვეულწილად შეიცვალა.

"როდესაც ადამიანებს ჰქონდათ შეზღუდული სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობა, ობიექტური პირობებიდან გამომდინარე, როდესაც გვქონდა შეზღუდული მობილობა, მკაცრ საკარანტინო პირობებში ფერმერული საქმიანობა, დაშვებული იყო არა მხოლოდ საქართველოში, ფაქტობრივად, ყველა ქვეყანაში.

ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ღია სივრცეში მუშაობა ნაკლები რისკის მომტანია, რაც, შესაბამისად, შესაძლებლობებს ქმნის ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვისაც მიწა აქვს ლეგალურად, რომ ფერმერული საქმიანობა განავითარონ. სწორედ ამიტომ, ჩვენ მათ ახალ შესაძლებლობებს ვაძლევთ. ვფიქრობთ, რომ აბსოლუტურად ლოგიკურია და თანხვედრაშია იმ პოლიტიკასთან, რომელიც გვაქვს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ სტრატეგიული მიმართულებების მხარდაჭერას - ეს არის ფერმერების კონკურენტუნარიანობის ზრდა, მეტი კომერციალიზაცია, მეტი კოოპერაცია იმისთვის რომ ისინი იყვნენ კონკურენტუნარიანები და მდგრადები. რა თქმა უნდა, აქცენტი კვლავ გვაქვს მაღალი ღირებულების და საექსპორტო კულტურებზე. სამინისტროს არცერთ პროგრამაში კორექტირება არ გაუკეთებია ამ კუთხით. აქცენტი იქნება მეხილეობის იმ მიმართულებებზე, რომელსაც სახელმწიფო ბოლო წლებია ინტენსიურად აფინანსებს. უახლოეს ხანში, ეს იქნება მრავალმილიონიანი შემოსავალი, მათ შორის, საექსპორტო შემოსავალი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ყოველწლიურად დავინახავთ, თუ როგორი მზარდი იქნება შემოსავალი ახალგაშენებული, თანამედროვე, ინტენსიური ბაღებიდან, რომელსაც სახელმწიფო, თანადაფინანსების კუთხით, მხარს უჭერს.

კრიზისი გადაივლის, რა თქმა უნდა, გაძლიერდება და რეცესიიდან გამოვა მსოფლიო ეკონომიკა და ამ მაღალი ღირებულების კულტურებზე მოთხოვნა დაბრუნდება. 2020 წლის პროგნოზი ასევე ძალიან კარგია თხილის კულტურაზე, რომელიც ჩვენი საექსპორტო პოტენციალის დიდ ნაწილს, აგროსასურსათო პროდუქტის, ფაქტობრივად, თითქმის მესამედს წარმოადგენს. ამ მიმართულების მხარდაჭერა წელსაც ძალიან მსხვილი პაკეტით არის გათვალისწინებული“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა