logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
logo2
logo2
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმა მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმა მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა
14:18 14.05.2020
დღეს მთავრობამ რამდენიმე ის პროგრამა დაამტკიცა, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში წარადგინა.
"პირველი, ეს არის ის შეღავათი, რომელიც ჩვენს ფერმერებს დაუწესდა სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან განთავისუფლების სახით, მათ ჩამოეწერათ, როგორც 2020 წლამდე დავალიანება, ისე მიმდინარე წლის ირიგაციის და დრენაჟის საფასური 10 ჰა-მდე მეურნეობებისთვის.
მეორე ეს არის აგროწარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა; ეს არის მთავრობის ახალი დადგენილება, ახალი პროექტი, რომელიც, მცირე და საშუალო ფერმერებისთვის ითვალისწინებს გრანტს და იმედია, მომავალშიც გაგრძელდება ფერმერების შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. მათ უნდა ჰქონდათ წვდომა თანამედროვე ტექნიკაზე, რაც პირდაპირ კავშირშია კონკურენტუნარიანობასთან. მათ უნდა შეძლონ მეურნეობების მოდერნიზაცია და გაფართოება. მექანიზაცია ძირითადი საშუალებაა თანამედროვე ფერმერული მეურნეობის წარმოებისთვის და, შესაბამისად, ყველაზე მოთხოვნადია. აქ საუბარია მცირე მექანიზაციაზე, ეს არის 100 ცხენის ძალამდე ტრაქტორი, თვითმავალი ტექნიკა, ხელის მოტობლოკი ან იმპლემენტი, რომელიც მნიშვნელოვანია ნებისმიერ მეურნეობაში. ჩვენი თანადაფინანსება არის 50%-იანი და მიგრანტი ფერმერებისთვის ეს შეიძლება იყოს 50 000 ლარი.
პროექტი ითვალისწინებს მცირე სასათბურე მეურნეობების შექმნისთვის საგრანტო თანადაფინანსებაც; აქაც პირობები იგივეა - 50% და 50 000 ლარამდე თანადაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს კომპონენტი ითვალისწინებს არა მხოლოდ სტარტაპებს და ახალ მეურნეობებს, არამედ არსებული სასათბურე მეურნეობების მოდერნიზაციას, განახლებას, გაფართოებას.
მესამე კომპონენტი ითვალისწინებს ერთწლიანი კულტურების თანამედროვე სარწყავი სისტემებით აღჭურვას თანადაფინანსების იმავე პირობებით. ჩვენ ფერმერებს მივეცით საშუალება, რომ, ფაქტობრივად, უფასო საბრუნავი საშუალებებით ისარგებლონ, ამასთანავე სახელმწიფო მათ მნიშვნელოვან პირდაპირ დახმარებასაც უწევს, რომელიც უკავშირდება წარმოების საშუალებებს, მათ შორის, სათესლე მასალას, ყველა იმ აგროქიმიკატს, რომელიც გვჭირდება წარმოებაში, სასუქებს. ფერმერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ძირითად საშუალებებზე წვდომა. ეს წვდომა საგრანტო დახმარებით ჩვენს ფერმერებს უიოლებს პირობებს. აქედან გამომდინარე, ისინი თანამედროვე პირობებში შეძლებენ ერთწლიანი, როგორც ბოსტნეული, ისე მარცვლეული კულტურების წარმოებას.
მნიშვნელოვანი დეტალი უკავშირდება კოოპერატივებისთვის დამატებით შეღავათს. კოოპერატივებს შეუძლიათ მიიღონ არაუმეტეს 500 000 ლარამდე გრანტი და ეს საკმაოდ დიდი სტიმულია კოოპერატივების და კოოპერაციის წახალისებისთვის", - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა