logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
logo2
logo2
ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ საგადასახადო შეღავათებს ბიზნეს ასოციაციაში შემავალი კომპანიების წარმომადგენლები გაეცნენ
ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ საგადასახადო შეღავათებს ბიზნეს ასოციაციაში შემავალი კომპანიების წარმომადგენლები გაეცნენ
11:50 14.05.2020
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

ვიდეო კონფერენციაში სხვადასხვა კომპანიის 120 წარმომადგენელი მონაწილეობდა.

მხარეებმა დეტალურად განიხილეს ის საგადასახადო შეღავათები, რომელიც ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით აისახა მთავრობის ანტიკრიზიული გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებში, მათ შორის, საუბარი შეეხო კომპანიებისთვის სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით დაწესებულ სახელმწიფო სუბსიდიას საშემოსავლო გადასახადზე, ასევე, ტურიზმის სექტორისთვის დაწესებულ საგადასახადო შეღავათებს, დღგ-ის ზედმეტობის ავტომატურად დაბრუნების მექანიზმს.

,,ანტიკრიზისული გეგმის უმნიშვნელოვანესი კომპონენტებია მოქალაქეთა მიზნობრივი სიციალური დახმარება და ბიზნესის ხელშეწყობა. საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები შეეხება სახელმწიფოს მიერ საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირებას, რაც კომპანიებს დაეხმარება შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები და კვალიფიციური კადრები. რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ეპიდემიის შედეგად დაკარგეს შემოსავალი, სახელმწიფო მაქსიმალურად გაამარტივებს დახმარების მიღებისთვის საჭირო პროცედურებს განსაკუთრებით თვითდასაქმებულებთან მიმართებაში. ამასთან, ეკონომიკისა და ბიზნესის დახმარების თვალსაზრისით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ამოქმედდება დღგ-ის ავტომატური დაბრუნების კიდევ უფრო გამარტივებული და სწრაფი მექანიზმი. მეწარმეს როგორც კი, პირად ანგარიშზე დაუფიქსირდება ზედმეტობა, მას ავტომატურად დაუბრუნდება დღგ, ყოველგვარი მოთხოვნის გარეშე,“ - აღნიშნა ლევან კაკავამ.

როგორც ბიზნეს ასოციაციაში შემავალი კომპანიების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, მსგავსი ონლაინ შეხვედრის ორგანიზება დროული იყო და მათ მიეცათ შესაძლებლობა ბიზნესისთვის აქტუალურ ყველა კითხვებზე სრულყოფილი პასუხები მიეღოთ.

ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა ლევან ფხაკაძემ, ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ და წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს აღნიშნული ინიციატივისათვის და აქტიური კომუნიკაციისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

ონლაინ შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობა მიიღეს და ბიზნესასოციაციის წევრთა შეკითხვებს უპასუხეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ მამუკა ბარათაშვილმა და მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა ლევან დგებუაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა