logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: ჩვენი ქვეყნის ეკონომიკამ უპრეცედენტოდ დიდი დახმარება მიიღო ბიძინა ივანიშვილისგან; მან დაახლოებით 200 მლნ ლარამდე დახარჯა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის
ლევან დავითაშვილი: ჩვენი ქვეყნის ეკონომიკამ უპრეცედენტოდ დიდი დახმარება მიიღო ბიძინა ივანიშვილისგან; მან დაახლოებით 200 მლნ ლარამდე დახარჯა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის
17:14 12.05.2020
„ეკონომიკური აქტივობები, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს მიერ იყო წარმოდგენილი არის უნივერსალური და ეხება, ფაქტობრივად, ეკონომიკის ყველა დარგს, მათ შორის, სოფლის მეურნეობას, სოფლის მეურნეობის გადამმუშავებელი სექტორის წარმომადგენლებს.
ეს არის მნიშვნელოვანი სტიმულირების ნაწილი, რაც მნიშვნელოვანია ეკონომიკის გაცოცხლებისა და გაჯანსაღებისთვის. სოფლის მეურნეობა არის ეკონომიკური საქმიანობის ნაწილი, თუმცა სპეციფიკური.

ფერმერული საქმიანობა თავის თავში მოიცავს მნიშვნელოვან რისკებს, რაც დიდწილად უკავშირდება ბუნებრივ მოვლენებს, კლიმატს. შესაბამისად, სპეციფიკურია სახელმწიფოს პოლიტიკა სოფლის მეურნეობის მიმართ და ფერმერების დახმარების პაკეტიც განსხვავდება, კომპლექსურია და მოიცავს საკრედიტო ინსტრუმენტებს, საგრანტო დახმარებას, მოიცავს პირადაპირ დახმარებას აგროდიზელის სახით, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმოების ინსტრუმენტია, ასევე მნიშვნელოვანია ტექნიკური დახმარების და ცოდნის კომპონენტი.

როცა ვსაუბრობთ სოფლის მეურნეობაზე, არ შეიძლება, არ აღინიშნოს, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში სოფლის მეურნეობის პოლიტიკის შესახებ. 2013 წელს, სოფლის მეურნეობა გამოცხადდა პრიორიტეტულ მიმართულებად. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკამ უპრეცედენტოდ დიდი დახმარება მიიღო ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან. მან დაახლოებით 200 მლნ ლარამდე დახარჯა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. ეს იყო, პრაქტიკულად, გარდამტეხი მომენტი სოფლის მეურნეობაში. ჩვენი მოსახლეობის სოფლის მეურნეობისკენ და სოფლისკენ მიბრუნება სწორედ ამ სტიმულმა გამოიწვია.

ამის შემდეგომ ჩვენი პოლიტიკა თანმიმდევრულია და ორიენტირებულია კერძო მეურნეობების განვითარებაზე. პირველად „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში განისაზღვრა სოფლის მეურნეობის კერძო სექტორის დახმარების სრულყოფილი პაკეტი, რომელიც გულისხმობდა ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლის დახმარებას და ამას თანმიმდევრულად ვახორციელებდით წლების განმავლობაში.

ეს თანმიმდევრულობის შედეგად, ჩვენ შარშან უპრეცედენტოდ მაღალი, დაახლოებით, 1 მლრდ დოლარის აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი განვახორციელეთ.
ჩვენ შევამცირეთ ასევე დეფიციტი, რომლიც გვქონდა აგროსასურსათო პროდუქტების ვაჭრობაში; დაახლოებით 900 მლნ დოლარის უარყოფითი ბალანსი გვქონდა 2012-2013 წლებში და ჩვენ ეს ბალანსი დაახლოებით 300 მლნ დოლარამდე დავიყვანეთ იმ პერიოდში, როდესაც საქართველოში წლიდან-წლამდე იზრდებოდა ტურისტული ნაკადი“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა