logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
logo2
logo2
5-7 ივნისს ჰაკათონი „uHack სოფლის განვითარებისთვის: ტურიზმი და დასაქმება“ გაიმართება
5-7 ივნისს ჰაკათონი „uHack სოფლის განვითარებისთვის: ტურიზმი და დასაქმება“ გაიმართება
14:21 11.05.2020
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო წარმოგიდგენთ ჰაკათონს "uHack სოფლის განვითარებისთვის", რომლის მიზანია, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, სასოფლო დასახლებებში მცხოვრები ან დასაქმებული ადამიანების COVID-19-ის გამოწვევებთან გამკლავებაში ხელის შეწყობა. ჰაკათონი ციფრული ტექნოლოგიებით დაინტერესებულ პირებს, პროგრამისტებს, დიზაინერებსა და აქტივისტებს გააერთიანებს.

ჰაკათონი 5 -7 ივნისს გაიმართება და მისი თემაა "დასაქმება და ტურიზმი". ჰაკათონის მონაწილეები, მენტორების დახმარებით, 72 საათის განმავლობაში შექმნიან ციფრული პროდუქტის პროტოტიპებს, რომლებმაც უნდა უპასუხოს შემდეგ გამოწვევებს:

• როგორ დავეხმაროთ სასოფლო დასახლებებში ტურისტულ სექტორს COVID-19-თან გასამკლავებლად

• როგორ შევუწყოთ ხელი სოფლად მცხოვრები მოსახლეობის (განსაკუთრებით ქალების) დასაქმებას/სამუშაო ადგილების შენარჩუნებას

გამარჯვებული გუნდ(ებ)ისთვის პროექტ(ებ)ის განსახორციელებლად გამოყოფილია 20 000 ლარი. პროექტები უნდა განხორციელდეს 2020 წლის აგვისტოს ბოლომდე და უნდა მოიცვას შემდეგი მუნიციპალიტეტებიდან ერთი ან რამდენიმე: ქედა, ხულო, ბორჯომი, ახალქალაქი, თეთრიწყარო, ყაზბეგი, ლაგოდეხი და დედოფლისწყარო.

მონაწილეები აპლიკაციის საშუალებით შეირჩევიან. ჰაკათონზე დარეგისტრირება შეუძლიათ, როგორც გუნდებს, ასევე, ინდივიდუალურ მონაწილეებს. გუნდის რეგისტრაციის შემთხვევაში, საჭიროა განაცხადის ფორმის მხოლოდ ერთხელ შევსება. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 26 მაისი. სარეგისტრაციო ბმული: https://bit.ly/3d2VWJn

ღონისძიება იმართება ევროკავშირის (EU) სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა ENPARD-ის მხარდაჭერით. ჰაკათონის პარტნიორები არიან გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP), სოფლის და სოფლის მეურნეობის სააგენტო და Forset.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა