logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მარიამ ქვრივიშვილი: მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციიდან გვაქვს ძალიან პოზიტიური შეფასება, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც დანერგა უმკაცრესი წესები და გაიდლაინები ტურიზმის სექტორში
მარიამ ქვრივიშვილი: მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციიდან გვაქვს ძალიან პოზიტიური შეფასება, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც დანერგა უმკაცრესი წესები და გაიდლაინები ტურიზმის სექტორში
17:31 08.05.2020
საქართველოს, ტურიზმის გახსნის შემდეგ არათუ გაუჭირდება უსაფრთხოების წესების დაკმაყოფილება, არამედ, ჩვენ, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციიდან გვაქვს ძალიან პოზიტიური შეფასება, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც დანერგა უმკაცრესი წესები და გაიდლაინები ტურიზმის სექტორში, - ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კარანტინების პროექტის მიმდინარეობისას, ორი თვის წინ შეიქმნა უმკაცრესი გაიდლაინები, რაზეც იმუშავეს ეპიდემიოლოგებმა და ჯანდაცვის სამინისტრომ და ტურიზმის სექტორი ორი თვეა ამის აღსრულებას ახდენს.

„საქართველოს არათუ გაუჭირდება ამ წესების დაკმაყოფილება, ჩვენ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციიდან გვაქვს ძალიან პოზიტიური შეფასება, რომ საქართველო ასევე ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც დანერგა უმკაცრესი წესები და გაიდლაინები ტურიზმის სექტორში. კარანტინების პროექტის მიმდინარეობისას, ჩვენ ორი თვის წინ შეიქმნა უმკაცრესი გაიდლაინები, რაზეც იმუშავეს ეპიდემიოლოგებმა და ჯანდაცვის სამინისტრომ და ჩვენ ორი თვეა ამის აღსრულებას ვაკეთებთ. მაშინ, როდესაც ყველა სხვა ქვეყანა ახლა ფიქრობს ამ გაიდლაინებზე და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაც ახლა მუშაობს. შესაბამისად, ჩვენი პრაქტიკაში დანერგილი გამოცდილებიდან გამომდინარე, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ ასევე ჩაგვრთო მსოფლიო ანტიკრიზისული ქვეყნების ჯგუფში, სადაც მიდის მსოფლიო ტურიზმის ანტიკრიზისულ გეგმაზე მუშაობა და იქ არის საქართველო განხილული, როგორც წარმატებული ისტორია, არა მხოლოდ ბიზნესის ხელშეწყობაში, არამედ ინდუსტრიის მზაობაში, რომ ჩვენ უკვე დანერგილი გვაქვს და ვიცით ეს გაიდლაინები. შესაბამისად, მოლოდინები ძალიან მაღალია. ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დამნერგავი ქვეყანა, თუმცა დარწმუნებულები ვართ და ვიცით, რომ არაფერი განსხვავებული იმისგან არ იქნება, რასაც ჩვენ უკვე ვახორციელებთ საკარანტინე სივრცეებში“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.




მისი თქმით, მათთვის, ვინც კარანტინების პროგრამაში არ იყო ჩართული, სახელმწიფო გააკეთებს მხარდაჭერის პროგრამას, რათა შექმნილი გაიდლაინების ქართულ რეალობაზე სწრაფად ადაპტირება მოხდეს.


„იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი ინდუსტრია ძალიან დიდია და მრავალპროფილურია, სახელმწიფო აუცილებლად გააკეთებს მხარდაჭერის პროგრამას, გიდებისთვის, ტურისტული კომპანიებისთვის, განთავსების ობიექტებისთვის, ტრანსპორტისთვის და კვებისთვის, რომ შექმნილი გაიდლაინები იქნას ძალიან სწრაფად ადაპტირებული ქართულ რეალობაზე, ვგულისხმობ მათ, ვინც კარანტინების პროგრამაში არ იყო ჩართული და ძალიან სწრაფად დაინერგოს, იმისთვის, რომ 15 ივნისიდან და 1 ივლისიდან ბევრ ობიექტს ჰქონდეს საშუალება, რომ ისევ ჩაერთოს ტურიზმის ინდუსტრიაში, მკაცრი გაიდლაინებით“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა