logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: სექტემბერში, საქართველოში მსოფლო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით ჩატარდება მინისტერიალი, რომელშიც რამდენიმე ათეული ქვეყნის მინისტრი მიიღებს მონაწილეობას
ნათია თურნავა: სექტემბერში, საქართველოში მსოფლო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით ჩატარდება მინისტერიალი, რომელშიც რამდენიმე ათეული ქვეყნის მინისტრი მიიღებს მონაწილეობას
17:22 08.05.2020
სექტემბერში, რამდენიმე ათეული ქვეყნის მინისტრი ჩამოვა საქართველოში მსოფლო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით და სწორედ აქ, ჩატარდება მინისტერიალი, ძალიან მნიშვნელოვან დროს მთელი მსოფლიოსთვის და მთლიანად მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიისთვის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, მინისტერიალზე გადაწყდება, თუ როგორ განვითარდება ტურიზმის ინდუსტრია მსოფლიოში.

„მნიშვნელოვანი სიახლე, რაც მყისიერად მოყვა ჩვენს გუშინდელ მნიშვნელოვან განცხადებას, ტურისტული ბაზრის ძალიან მალე გახსნის თაობაზე, ეს არის ის დასტური, რაც დღეს მივიღეთ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნისგან, ბატონი ზურაბ პოლოლიკაშვილისგან, არის ის, რომ სულ მალე, სექტემბერში, შესაძლოა შედგეს მინისტერიალი და რამდენიმე ათეული სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის მინისტრი ჩამოვა საქართველოში მსოფლო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით და სწორედ აქ, ჩატარდება მინისტერიალი, ძალიან მნიშვნელოვან დროს მთელი მსოფლიოსთვის და მთლიანად მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიისთვის. მინისტერიალზე გადაწყდება, თუ როგორ განვითარდება ტურიზმის ინდუსტრია. რატომ არის შესაძლებელი ეს საქართველოში? იმიტომ, რომ ჩვენ ვართ პირველი ქვეყანა, ვინც ყველაზე ადრე ვიქნებით მზად ტურისტების მისაღებად“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, დღეს საუბარი შედგა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, ზურაბ პოლოლიკაშვილთან, სადაც განიხილეს, საერთაშორისო სტანდარტების და გაიდლაინების დაწესების საკითხი.

„საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელიც ეპიდემიის შემდეგ ხსნის საკუთარ ტურისტულ ბაზარს. ვართ პირველი ქვეყანა, რომელმაც კონკრეტული თარიღები დაასახელა საკუთარი ტურისტული ბაზრის გახსნის. ჩვენ პირველი ივლისიდან მზად ვართ, მივიღოთ საერთაშორისო ვიზიტორები და გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმა, როგორ გავხადოთ ეს ტურისტული სეზონის გახსნა არა მარტო ჩვენთვის მნიშვნელოვანი და სასიამოვნო ჩვენი სტუმრებისთვის, არამედ, სრულიად უსაფრთხო, როგორც საკუთარი მოსახლეობისთვის, ასევე ჩამოსული ტურისტებისთვის.


მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვართ მჭიდრო კომუნიკაციაში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან და მის გენერალურ მდივანთან, ბატონ ზურაბ პოლოლიკაშვილთან, ჩვენს ძალიან დიდ პატრიოტთან და გულშემატკივართან. ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ აქტიურად მუშაობს ეს ორგანიზაცია საერთაშორისო სტანდარტების და გაიდლაინების დაწესებაზე და ჩვენ სულ მალე გვექნება ის, მიახლოებით თუ რა პრინციპები იქნება აქ ასახული, თუმცა ჩვენ პარალელურად ვმუშაობთ, რადგან ჩვენ მართლაც ისეთი გამოცილება შევიძინეთ, რომ შეგვიძლია, ჩვენი წინადადებები მივაწოდოთ დანარჩენ მსოფლიოს, თუ როგორ უნდა დავიცვათ უსაფრთხოების სტანდარტები და წესები“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა