logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: უახლოეს დღეებში წარვადგენთ კონკრეტულად გიდების დახმარების პროგრამას, რადგან ამ სეგმენტს დიდი კონტრიბუცია შეაქვს ტურისტულ ინდუსტრიაში
ნათია თურნავა: უახლოეს დღეებში წარვადგენთ კონკრეტულად გიდების დახმარების პროგრამას, რადგან ამ სეგმენტს დიდი კონტრიბუცია შეაქვს ტურისტულ ინდუსტრიაში
17:14 07.05.2020
"ქვეყანაში გვყავს გიდების ძალიან დიდი ჯგუფი, როლებიც მართლაც შრომობენ დაუღალავად, ისინი საკმაოდ განათლებული ადამიანები არიან და დიდი კონტრიბუცია შეაქვთ ტურისტულ ინდუსტრიაში. სამწუხაროდ, ეს ის სფეროა, რომელიც, ბოლომდე არ არის აღრიცხული, სადაც ჯერ კიდევ დასარეგულირებელია ხარისხის სტანდარტები და ეს თავად მათი მოთხოვნებია. თუმცა, ამავე სფეროში არსებობენ საკმაოდ კარგად ორგანიზებული, გიდების პროფესიული ასოციაციები, ჩვენ დავიწყეთ მათთან თანამშრომლობა, განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდში, როდესაც ვამზადებდით ანტიკრიზისულ გეგმას" - ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გიდებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, არის მთელი რიგი საკითხები, რომლებზეც ამიერიდან უნდა დაიწყოს მუშაობა, რადგან გაცილებით მარტივია გადაწყვეტილების მიღება იგივე სასტუმრო ინდუსტრიაზე, ან ტურისტულ კომპანიებზე, რომელიც მეტად ინსტიტუციონალიზებული, ლეგალიზებული, კარგად აღრიცხული სფეროა, გადასახადის გადამხდელია და მთავრობამ იცის, რომ შეღავათი კონკრეტულ გადასახადთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.
"რაც შეეხება გიდებს, ჩამოვყალიბდით, რომ ვიმუშავებთ რამდენიმე მიმართულებით და ეს არ იქნება მხოლოდ გადამზადება - ერთ-ერთი მთავარი იქნება ხარისხის სერტიფიცირება, რაც, ალბათ, იქნება ნებაყოფლობითი და თავად ასოციაციები გახდებიან ჩვენი თანამოაზრეები ამ საკითხში - ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, ვინ არის და რომელ ჯგუფს უნდა მივანიჭოთ გარკვეული პრეფერენციები და დახმარებები, ასევე უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ გიდებს მიეცემათ უფასოდ შესვლის უფლება მუზეუმებში, ნაკრძალებში, დაცულ ტერიტორიებში, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათია. ასევე იმ პერიოდში, ვიდრე არ აღდგება ტურისტული აქტივობა ძველი მასშტაბით და ჯერ კიდევ იქნება გიდების დასაქმების პრობლემა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათთვის ალტერნატიული დასაქმების შესაძლებლობა შევქმნათ და შევთანხმდით მათთან, რომ ამისთვის სპეციალური პლატფორმა შეიქმნება. გიდებს ასევე აქტიურად ჩავრთავთ მიკროგრანტების პროგრამაში, იგივე "აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში, რომ მათ შეძლონ თავის საქმიანობასთან ახლოს მყოფი პროექტები წარადგინონ. ერთ-ერთი კომპონენტი ასევე იქნება გადამზადება" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, კონკრეტულად გიდებზე მორგებული პროგრამის დეტალები უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი, რადგან აღნიშნული სეგმენტი დღემდე ნაკლებად შესწავლილი, ნაკლებად აღრიცხულია და დამატებითი დროა საჭირო მათთან სამუშაოდ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა