logo2
logo2
logo2
არქივი
« მაისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია: ტურიზმი რომ ეფექტურად გაიხსნას, ამას სჭირდება გარკვეული სამუშაოები, ღონისძიებები, რომლებიც ჩვენ უნდა ჩავატაროთ უახლოესი ერთი თვის განმავლობაში
გიორგი გახარია: ტურიზმი რომ ეფექტურად გაიხსნას, ამას სჭირდება გარკვეული სამუშაოები, ღონისძიებები, რომლებიც ჩვენ უნდა ჩავატაროთ უახლოესი ერთი თვის განმავლობაში
16:59 07.05.2020
ტურიზმი რომ ეფექტურად გაიხსნას, ამას ჭირდება გარკვეული სამუშაოები, ღონისძიებები, რომლებიც ჩვენ უნდა ჩავატაროთ უახლოესი ერთი თვის განმავლობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ გარდა ამისა, დარგს სჭირდება კონკრეტული დახმარება, მათ შორის ფინანსური იმისთვის, რომ ის იყოს ნორმალურ ფორმაში, რათა 15 ივნისიდან და 1-ელი ივლისიდან შესაბამისად იყოს მზად, მიიღოს სტუმრები.


"ამისთვის, ფინანსთა სამინისტრომ, ეკონომიკის სამინისტრომ, მთავრობამ, საერთოდ გუნდმა, შევიმუშავეთ გარკვეული ღონისძიებები, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ პოსტკრიზისულ ეტაპზე, პოსტკრიზისული ეკონომიკური აღორძინების ეტაპზე და არა კრიზისული მართვის, რაც უკვე გაკეთებული აქვს ტურიზმის სექტორს და როგორც ვთქვი, ეს არის პირველი სექტორი, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ. დღეს ჩვენ გვექნება სრულფასოვანი პრეზენტაცია, სადაც იქნება საუბარი, როგორც ტურიზმის გახსნის ეტაპებზე და პირობებზე, ასევე ტურიზმის მხარდაჭერის თვალსაზრისით", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.


პრემიერ-მინისტრმა სექტორისა და დარგისთვის რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე გაამახვილა ყურადღებას.


"ტურიზმის სექტორი სრულად განთავისუფლდება ქონების გადასახადისგან 2020 წლისთვის. ეს დარგისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. გარდა ამისა, ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიების საშემოსავლო გადასახადები გადავდდება წლის ბოლომდე. იქ ვნახავთ, რომ აქ ვერ დავპირდებით ვერავის საშემოსავლოს სრულ ჩამოწერას, თუმცა გადავადების და შემდგომი ეტაპობრივი გადახდის სქემებზე საუბარი შესაძლებელია. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ კრიზისის მართვის პირობებში 50 ნომრამდე სასტუმროებს სესხის პროცენტის სუბსიდირებას დავპირდით, გავაკეთეთ და რამდენიმე ათასმა ბიზნესოპერატორმა და კომპანიამ ისარგებლა ამ შეღავათით. დღეს ვაწესებთ ახალ ნორმას, ყველა სასტუმროს, რომლის წლიური ბრუნვაც 20 მილიონ ლარამდე იყო, დავუსუბსიდირებთ საბანკო სესხის პროცენტის 80%-ს სესხის პირველ 5 მილიონ ლარზე. რაც იქნება ასევე სერიოზული მხარდაჭერა, დარგის განვითარებისთვის", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა