logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 ნათია თურნავა: საქართველომ უნდა შეიძინოს ახალი იმიჯი - ეს არის უსაფრთხო დანიშნულების ადგილი
ნათია თურნავა: საქართველომ უნდა შეიძინოს ახალი იმიჯი - ეს არის უსაფრთხო დანიშნულების ადგილი
16:51 07.05.2020

"საქართველომ უნდა შეიძინოს ახალი იმიჯი - ეს არის უსაფრთხო დანიშნულების ადგილი" - ამის შესახებ ნათია თურნავამ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა, სადაც ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმის დეტალებზე ისაუბრა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, თუ აქამდე მსოფლიო საქართველოს იცნობდა, როგორც უძველესი ტრადიციების მქონე, სტუმართმოყვარე, ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე გახსნილ ქვეყანას, რომელსაც აქვს უნიკალური ბუნება თუ ისტორია, ახლა მსოფლიო ხელახლა გაიცნობს, როგორც უსაფრთხო დანიშნულების ქვეყანას.
"ამის თქმის შესაძლებლობას გვაძლევს ის ახალი, კონკურენტული უპირატესობები, რომელიც ჩვენ, როგორც ქვეყანამ, შევიძინეთ პანდემიასთან ბრძოლაში, ეს არის საერთაშორისოდ აღიარებული ჩვენი წარმატება და ასევე სრულიად უნიკალური გამოცდილება და უნარ-ჩვევები, რაც შეიძინა ტურიზმის ინდუსტრიამ და მასში დასაქმებულმა ადამიანებმა საკარანტინე ზონების მომსახურების, შესაბამისი სერვისების გაწევის ფარგლებში. ეს ძალიან მასშტაბური პროგრამაა, რომელშიც ჩართულია 83 სასტუმრო, პრაქტიკულად, მთელი ქვეყნის მასშტაბით" - აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, ჩვენ არამარტო შევიძინეთ უნიკალური გამოცდილება, არამედ შევინარჩუნეთ ეს ინდუსტრია და 2500-მდე დასაქმებული, რომლებიც სწორედ ამ პროგრამის წყალობით აგრძელებს მუშაობას და ფლობს უნიკალურ უნარ-ჩვევებს. "კარანტინებში მოვემსახურეთ 19 000-ზე მეტ ადამიანს და ახლა ყველაფერი გაგვაჩნია იმისთვის, რომ ეს გამოცდილება "გადავთარგმნოთ" ჩვენს ახალ იმიჯში, ახალ კონკურენტულ უპირატესობაში. ასეთივე უნიკალური გამოცდილება შეიძინეს ჩვენმა აეროპორტებმა და იქ მომუშავე პერსონალმა, სასაზღვრო-გამშვებმა პუნქტებმა და იქ მომუშავე ადამიანებმა, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე იყვნენ, მუნიციპალურმა სერვისებმა, რომლებიც სხვადასხვა ტურისტულ ზონებში კარანტინში მყოფი ადამიანების მომსახურებას ახორციელებდნენ და ეს არის სწორედ უნიკალური გამოცდილება, რომლის კაპიტალიზაციაც ახლა უნდა მოვახდინოთ და ამის კონკრეტული გეგმა გაგვაჩნია" - განაცხადა ნათია თურნავამ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა