ნათია თურნავა: ტურიზმის გახსნის მესამე ეტაპზე - 1-ლი ივლისიდან საერთაშორისო ტურისტების მისაღებად მზად ვიქნებით
16:49 07.05.2020
"ტურიზმის გახსნის მესამე ეტაპზე, 1-ელ ივლისს მზად ვიქნებით, მივიღოთ საერთაშორისო ტურისტები. ამ მომენტს დაემთხვევა სახმელეთო და საჰაერო
საზღვრების გახსნა "უსაფრთხო დერეფნების" შესაბამისად. ამავე პერიოდში, მოხდება ფრენების ეტაპობრივი აღდგენა", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე. გეგმის წარდგენა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე გაიმართა.
მინისტრის განცხადებით, ყველაფერი, პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისად განხორციელდება.