logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: არ გასულა, პრაქტიკულად არცერთი თვე, რაიმე სიახლე და დახმარება არ შეგვეთავაზებინა ტურისტული ინდუსტრიისთვის
ნათია თურნავა: არ გასულა, პრაქტიკულად არცერთი თვე, რაიმე სიახლე და დახმარება არ შეგვეთავაზებინა ტურისტული ინდუსტრიისთვის
16:40 07.05.2020
ტურიზმის ინდუსტრიის პირველი, "გადაუდებელი დახმარების" ეტაპის ფარგლებში შეთავაზებული შეღავათებით უკვე 6118-მა ტურისტულმა ბიზნესმა ისარგებლა - კერძოდ, მათ 4 თვით გადაუვადდთა ქონების გადასახადი, ასევე საშემოსავლო გადასახადი 2020 წლის 1-ელ ნოემბრამდე, - ამის შესახებ დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას ისაუბრა.

"არ გასულა, პრაქტიკულად არცერთი თვე, ჩვენ რომ რაიმე სიახლე და დახმარება არ შეგვეთავაზებინა ტურისტული ინდუსტრიისთვის. პირველი ეტაპი დავიწყეთ მარტში, რომელსაც ჩვენ "გადაუდებელი დახმარების ეტაპი" დავარქვით, რადგან იმ მომენტისთვის ყველაზე მეტად დაზარალდა ტურისტული ინდუსტრია და უკვე ჩანდა, რომ ეს ტენდენცია უფრო გაძლიერდებოდა შემდეგ თვეებში. დღემდე, ტურიზმის სექტორს მათთან შეხვედრის და კონსულტაციის შედეგად, მართლაც უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათები შევთავაზეთ", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, ტურისტული სექტორი ასევე აქტიურად ჩაერთო დახმარების სხვა მიმართულებაშიც, კერძოდ, მცირე სასტურმოების დახმარების პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც მცირე სასტუმროებს სახელმწიფო უსუბსიდირებს საბანკო სესხის 6 თვის პროცენტის 80%-ს. მინისტრის განცხადებით, დღეის მონაცემებით უკვე 2200-მა სასტუმრომ დააფიქსირა თავისი სურვილი, რომ ამ შეღავათით ესარგებლა.

"ასევე ჩვენ მყისიერად გავაფართოვეთ მცირე სასტუმროების დახმარების პროგრამა, რომელიც "აწარმოე საქართველოში" პროგრამის ეგიდით ხორციელდება - როდესაც სახელმწიფო ასუბსიდირებს ბანკის პროცენტის დიდ ნაწილს, 80%-იანი სუბსიდირება ხდებოდა. თუ აქამდე ეს იყო 20 ნომრამდე სასტუმროები, ჩვენ მარტში მივიღეთ გადაწყვეტილება და 50 ნომრამდე სასტუმროებზე გავავრცელეთ იგივე პროგრამა", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ამასთან, როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, მთავრობამ ტურისტულ ინდუსტრიას შუამდგომლობა გაუწია კომერციულ ბანკებთან და უმეტესი მათგანისთვის მოხდა საბანკო სესხის რესტრუქტურიზაცია.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა