logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: დავიცვათ ის ელემენტარული წესები, რომელიც პანდემიამ ჩვენს ცხოვრებაში შემოიტანა და ეს მოგვცემს საშუალებას, უფრო სწრაფად და ეფექტურად გავხსნათ ეკონომიკა
გიორგი გახარია: დავიცვათ ის ელემენტარული წესები, რომელიც პანდემიამ ჩვენს ცხოვრებაში შემოიტანა და ეს მოგვცემს საშუალებას, უფრო სწრაფად და ეფექტურად გავხსნათ ეკონომიკა
15:28 07.05.2020
ჩვენ წარმოვადგინეთ შეზღუდვების შემსუბუქების და ეკონომიკის ამოქმედების. 6-ეტაპიანი გეგმა, მაგრამ დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გვაძლევს საშუალებას, გარკვეული ნაბიჯები გადავდგათ შედარებით უფრო სწრაფად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს მხოლოდ და მხოლოდ ზრდის ხელისუფლების, თითოეული მოქალაქის, ბიზნესოპერატორების და პირველ რიგში ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების პასუხისმგებლობას.

"ჯანდაცვის სექტორის ხარისხიანი მუშაობა მაშინ, როდესაც ვიწყებთ შეზღუდვების შემსუბუქებას და ეკონომიკის ეტაპობრივ გახსნას, ხდება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ვიბრძვით ორ ფრონტზე, ჯანმრთელობის, სიცოცხლის და ეკონომიკის ფრონტზე, დღეს ეკონომიკა არის ნომერ პირველი პრიორიტეტი. ეს არის შემოსავალი ჩვენი თითოეული მოქალაქის ოჯახში და ყველა ვალდებული ვართ, ვიყოთ კიდევ უფრო ეფექტურები. ამ თვალსაზრისით, მინდა, თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო, დავიცვათ ის ელემენტარული წესები, რომლებიც ვირუსმა და პანდემიამ ჩვენს ცხოვრებაში შემოიტანა - სოციალური დისტანცია, პირბადე, ელემენტარული ჰიგიენის წესები. ამ წესების მკაცრი დაცვა მოგვცემს საშუალებას, უფრო სწრაფად და ეფექტურად გავხსნათ ეკონომიკა და ვიყოთ უფრო კონკურენტუნარიანები გლობალურ კონკურენციაში, იმ ბრძოლაში, რომელიც ახლო მომავალში დაიწყება როგორც ტურიზმის მიმართულებით, ისე - ეკონომიკური განვითარების თითოეულ სექტორში და სფეროში", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა კომპანიებს მოუწოდა, გაითვალისწინონ, რომ გახსნის შემდგომი ეტაპები ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას მათი მხრიდან ოპერირების წესებთან დაკავშირებით.

"ჩვენი დავალებით, შემოსავლების სამსახურმა თითოეულ ბიზნესოპერატორს გაუგზავნა შესაბამისი შეტყობინება, სად შეიძლება მოიძიონ წესები თითოეული სექტორისთვის, როგორიცაა ვაჭრობა, წარმოება სხვადასხვა სახის მომსახურებები, რათა ეს წესები მათთვის ცნობილი იყოს. ეს წესები ჯანდაცვის სამინისტროში უკვე არსებობს, ყველა სახის პროტოკოლი უკვე შედგენილია და ყველა ეკონომიკური აქტივობის გახსნა, ითვალისწინებს იმ ახალი წესების სრული პასუხისმგებლობით შესრულებას, რომელიც დაწესებულია მთავრობისა და ჯანდაცვის სამინსიტროს მიერ", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა