logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
logo2
logo2
ახალი ინვესტიცია საქართველოს ფარმაცევტულ წარმოებაში
ახალი ინვესტიცია საქართველოს ფარმაცევტულ წარმოებაში
11:35 07.05.2020
კახაბერ ოქრიაშვილის სახელთან დაკავშირებულმა ფარმაცევტულმა კორპორაცია GM Pharma-მ დაასრულა ინვესტირების მორიგი ეტაპი, რაც გამოიხატა გერმანული Bosch-Hüttlin-ის (www.boschpackaging.com) ინოვაციური, დახურული, ავტომატიზირებული, გრანულაციის პროცესის ტექნოლოგიური ხაზის დანერგვაში.

GM Pharma-ს საწარმოში აგრეთვე ფუნქციონირება დაიწყო დამატებითმა კორშის (www.korsch.de) ახალმა სატაბლეტე ხაზმა XL 400.

კომპანიები, Bosch-Hüttlin და Korsch, წარმოადგენენ გერმანულ, მსოფლიოში აღიარებულ და ყველაზე მოთხოვნად ინდუსტრიულ კომპანიებს, რომლებიც გამოირჩევიან ფარმაცევტული მრეწველებისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნით.

ახალი ტექნოლოგიები, კერძოდ, Korsch XL 400 სატაბლეტე ხაზი, GM Pharma-ს საშუალებას მისცემს აწარმოოს ინოვაციური, 2- და 3-შრიანი ტაბლეტები (რომლებშიც შესაბამისად 2 ან 3 აქტიური ინგრედიენტია მოთავსებული), ასევე „ტაბლეტი ტაბლეტში“ (აღნიშნული ტექნოლოგია ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული აქტიური სუბსტანციების ერთ ტაბლეტში მოთავსების კიდევ უფრო მეტ საშუალებას იძლევა) და აგრეთვე ე.წ. „ჭკვიანი ტაბლეტები“ (რომლებიც ზუსტად იმ დროს ახდენენ წამლის გამოთავისუფლებას ორგანიზმში, როცა პაციენტს სჭირდება, მისი ჰორმონული ფონის დღე-ღამური მერყეობის მიხედვით).

აღნიშნული ხაზი ამავე დროს გამოირჩევა მაღალი წარმადობით (340.000 ტაბლეტი საათში), რაც კორპორაციას მისცემს საშუალებას, რომ დააკმაყოფილოს მზარდი მოთხოვნები, განსაკუთრებით საექსპორტო ბაზრების მხრიდან.

Bosch-Hüttlin-ის ახალი გრანულაციის სისტემის მთავარი დანიშნულებაა ადამიანური რესურსის მინიმალური ჩარევით მიიღოს ევროკავშირის GMP სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი ხარისხის პროდუქტი. ნებისმიერი სახის დაბინძურების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით გამოიყენება ეგრეთ წოდებული "სრულიად ავტომატიზირებული და დახურული სისტემის" პრინციპი. აღნიშნული სველი გრანულაციის ავტომატური ტექნოლოგიური ხაზი იძლევა მაქსიმალურად ჰომოგენურ გრანულებს და კაფსულაში მოსათავსებელი გრანულებისა და პელეტების გარსით დაფარვის აბსოლუტურ სტანდარტიზაციას.

Bosch-Hüttlin-ისა და Korsch-ის ტექნოლოგიური ხაზები სრულად აკმაყოფილებს ევროკავშირის სათანადო წარმოების პრაქტიკისა და ამერიკული FDA-ს მოთხოვნებს.

ინვესტიციის მიმდინარე ეტაპზე განხორციელდა 5 მლნ ევროს დამატებითი ინვესტიცია თბილისის საწარმოში, რაც კორპორაციას მისცემს საშუალებას გაზარდოს წარმოების მოცულობა და მიაღწიოს წარმადობის ახალ დონეს - 500 მლნ ტაბლეტი და კაფსულა წელიწადში.

ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე კიდევ უფრო აქტუალური გახდა, რომ სახელმწიფოში კარგად იყოს განვითარებული ეკონომიკის რეალური სექტორი და შეძლოს საჭირო რაოდენობის პროდუქციის წარმოება სხვადასხვა მიმართულებით და ეს ეხება ფარმაცევტულ მრეწველობასაც. შესაბამისად, ამ პრინციპის გათვალისწინებითაც მოხდა 5 მლნ ევროს დამატებითი ინვესტიცია GM Pharma-ს ფარმაცევტულ საწარმოში.

GM PHARMA წარმოადგენს საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კორპორაციას რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP - სერტიფიცირებულ საწარმოებში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა