logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
logo2
logo2
სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭო COVID-19 პანდემიის გამო, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი თანხის გაზრდის მოთხოვნას დათანხმდა
სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭო COVID-19 პანდემიის გამო, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი თანხის გაზრდის მოთხოვნას დათანხმდა
14:26 02.05.2020
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოში მიმდინარე „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი სამწლიანი პროგრამის მეექვსე მიმოხილვა დაასრულა.

სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ ასევე დაამტკიცა საქართველოსთვის ხელმისაწვდომი თანხის ქვოტის 130 პროცენტით ზრდა, ამით საქართველოსთვის ხელმისაწვდომი მთლიანი თანხა SDR 484 მილიონს (ქვოტის 230 პროცენტს) გაუტოლდება.

ამ მიმოხილვის დასრულებისას საქართველოსთვის ხელმისაწვდომი ხდება SDR147 მილიონი (დაახლოებით $200 მილიონი დოლარი) საბიუჯეტო დახმარების სახით, რაც საქართველოს მოეხმარება COVID-19 პანდემიის გამო შექმნილი საბიუჯეტო და საგადამხდელო ბალანსის მყისიერი საჭირობების მოგვარებაში, მათ შორის ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების გაზრდილი ხარჯების დაფინანსებაში.

ამ ჩამორიცხვის შემდეგ, საქართველოს მთლიანი ჩამორიცხვები გაუტოლდება SDR 327 მილიონს (დაახლოებით $448 მილიონ დოლარს). მიმოხილვის მსვლელობისას სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ ასევე დააკმაყოფილა ქვეყნის ხელისუფლების თხოვნა პროგრამის ფარგლებში ბიუჯეტის დეფიციტზე დაწესებული კრიტერიუმის დაუცველობის უგულებელყოფის შესახებ.

პანდემია, სავარაუდოდ, საქართველოს ეკონომიკაზე მნიშვნელოვან კვალს დატოვებს, რაც წინა წლებში ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ ტენდენციას შეაფერხებს. შესუსტებულმა მაკროეკონომიკურმა მდგომარეობამ და ფისკალურმა ვითარებამ, შექმნა საგადამხდელო ბალანსის დეფიციტის და ბიუჯეტის დაფინანსების მყისიერი საჭიროება. სსფ-ს მიერ 2 გამოყოფილი ფინანსური დახმარება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების გაზრდილი ხარჯის დაფინანსებაში. აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ განხილვის დასრულებისას, ბატონმა ტაო ჟენგმა, სსფ-ს მმართველი დირექტორის მოადგილემ და სხდომის თავჯდომარემ, განაცხადა:

„COVID-19-ის პანდემიამ საქართველოს ეკონომიკას მძიმე დარტყმა მიაყენა. საგარეო მოთხოვნისა და ტურიზმის შემცირებამ გამოიწვია საგადამხდელო ბალანსის დეფიციტის ზრდა, ლარის გაუფასურება და ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვანი კლება. ხელისუფლებამ სწრაფად აამოქმედა შეკავების ღონისძიებები, ამასთან, შინამეურნეობებს და ყველაზე მეტად დაზარალებულ სექტორებს მიზნობრივი დახმარება შესათავაზა. ფისკალური დეფიციტი გაიზარდა. საგარეო დაფინანსების მობილიზება დამატებითი ხარჯების დაფინანსების საშუალებას იძლევა. მაშინ როდესაც საბიუჯეტო ხარჯების ზრდა აუცილებელია, ყურადღება უნდა მივაქციოთ ვალის მდგრადობას და ფისკალურ რისკებს, რაც მომდინარეობს სახელმწიფო საწარმოებიდან. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მართებულად შეინარჩუნა ზომიერად მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, გავცლითი კურსის მოქნილობის უზრუნველყოფასთან ერთად. მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებები უნდა ეფუძნებოდეს ინფლაციური მოლოდინების ზედმიწევნით მონიტორინგს. სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება ხელს შეუწყობს საშუალოვადიანი ზრდის პოტენციალის შენარჩუნებას და COVID-19 პანდემიის შემდეგ სწრაფ აღდგენას. სახელმწიფო პენსიის ინდექსაციის წესის მიღება პენსიონერების რეალურ შემოსავალს შეინარჩუნებს. საბანკო რეზოლუციის ჩარჩოს დასრულება და გადახდისუუნარობის ჩარჩოს ამუშავება დაეხმარება ეკონომიკის გაჯანსაღებას. პროგრამის ფარგლებში საქართველოსთვის ხელმისაწვდომი თანხის ზრდა მოეხმარება ქვეყნის ხელისუფლებას გაატაროს კოვიდ 19-ის შოკის საწინააღმდეგო ღონისძიებები და დააკმაყოფილოს საგადამხდელო ბალანსის მყისიერი საჭიროებები“.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა