logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი აგარის შაქრის ქარხანაში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებს გაეცნენ
ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი აგარის შაქრის ქარხანაში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებს გაეცნენ
19:43 30.04.2020
აგარის შაქრის ქარხანა ერთ-ერთი პირველი საწარმოა, რომელიც მთავრობის ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის პროგრამის საფუძველზე ამოქმედდება. ამჟამად საწარმოს ტერიტორიაზე სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც 500 ადგილობრივი მოსახლე ქარხანაში დასაქმდება, საწარმოს გამოშვებული პროდუქცია - შაქარი ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნის დიდ ნაწილს დააკმაყოფილებს. დღეს საწარმოში მიმდინარე სამუშაოებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი გაეცნენ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, აგარაში მდებარე შაქრის კომბინატი ისტორიული ქართული საწარმოა, რომელმაც პირველი პროდუქცია გასული საუკუნის 30-იან წლებში გამოუშვა. „მნიშვნელოვანია, რომ აგარის შაქრის ქარხნის მუშაობის განახლება ჩვენი საინვესტიციო სტრატეგიის ფარგლებში გახდა შესაძლებელი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ქართული წარმოების აღორძინებასა და ბაზრის საკუთარი პროდუქციით მომარაგებას. სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, საწარმო სრული დატვირთვით ამოქმედდება. შედეგად, საქართველოს ბაზრის დიდი ნაწილი ადგილობრივი წარმოების შაქრით მომარაგდება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საწარმოში დასაქმდება 500 ადგილობრივი მოსახლე,“ - განაცხადა ნათია თურნავამ. მისი თქმით, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს დაგეგმილი აქვთ პროექტები, რომლის მიზანსაც სოფლის მეურნეობის სამრეწველო გადამუშავების საწარმოთა განვითარება და საქართველოს ბაზრის ადგილობრივი აგროწარმოების პროდუქციით მომარაგება წარმოადგენს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, აგარის შაქრის ქარხანაში წარმოების განსაახლებლად მიმდინარეობს სამუშაოები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. „ჩვენ ხელს ვუწყოთ ქართულ წარმოებას, რათა დავაკმაყოფილოთ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნა ქართული პროდუქციით. ამიტომ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად გვაქვს კომუნიკაცია ქარხნის ხელმძღვანელობასთან. ვფიქრობ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გეგმა, რომლის მიხედვითაც რამდენიმე ასეული ადამიანი შეძლებს, განაახლოს მუშაობა აგარის ქარხანაში,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აგარის შაქრის ქარხანა 2020 წლის ივნისიდან ამოქმედდება და ადგილობრივ ბაზრის მოთხოვნის დიდ ნაწილს შაქრის მიწოდებაზე დააკმაყოფილებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა