logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ბექა ლილუაშვილი: ამ პერიოდში პირდაპირ ზარალდება კომპანია  და, სწორედ აქ შემოდის სახელმწიფო ინსტრუმენტებით, რომ მეტი ფინანსური რესურსი მიაწოდოს კომერციულ სექტორს
ბექა ლილუაშვილი: ამ პერიოდში პირდაპირ ზარალდება კომპანია და, სწორედ აქ შემოდის სახელმწიფო ინსტრუმენტებით, რომ მეტი ფინანსური რესურსი მიაწოდოს კომერციულ სექტორს
20:58 28.04.2020
მთავრობის მიერ წარდგენილი ანტიკრიზისული გეგმა გვაძლევს საშუალებას, რომ მიმდინარე ეპიდემიოლოგიური ვითარების პირობებში მივეხმაროთ როგორც მოქალაქეების სოციალურ ჯგუფებს, ისე მეწარმეებს და მივცეთ მათ საშუალება, მაქსიმალურად მეტი სამუშაო ადგილი შეინარჩუნონ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე.

„ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ პოსტკრიზისულ ეკონომიკურ პროგრამაზე, როდესაც ქვეყანაში მძაფრი ეპიდემიოლოგიური გამოწვევები გადაილახება და შეგვეძლება, რომ სხვადასხვა ინსტრუმენტებით სტიმულირება მივცეთ კერძო სექტორს, ახალი გეგმების განხორციელების, საქმიანობის გაფართოების და უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნის მიზნით,“- აღნიშნა პრემიერის მრჩეველმა.

როგორც ბექა ლილუაშვილმა განაცხადა მთავრობამ მეწარმეების ხელშეწყობის ნაწილში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება წარადგინა, მათ შორისაა დღგ-ს ავტომატური დაბრუნების მექანიზმი, საკრედიტო-საგარანტიო სქემა, 6 თვის განმავლობაში 750 ლარის ოდენობის ხელფასის სრულად გათავისუფლება საშემოსავლო გადასახადისგან, 1500 ლარამდე ხელფასის შემთხვევაში კი ნაწილობრივ და სხვ.

„რაც შეეხება კრიზისიდან გამოსვლის შემდეგ ეკონომიკური სტიმულირების ნაწილს, ამის დეტალებზე უკვე მოგვიანებით შეგვეძლება საუბარი. მთავრობამ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება წარადგინა მეწარმეებზე ზრუნვის ნაწილში, მაგალითად საკრედიტო-საგარანტიო სქემა, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება 750 ლარამდე ხელფასის შემთხვევაში სრულად, 1500 ლარის შემთხვევაში კი ნაწილობრივ. გარდა ამისა, კრიზისის პირველივე დღეებიდან აქტიურად დავიწყეთ მუშაობა კერძო სექტორთან, მათ შორის, საბანკო სექტორთან, რათა კომერციული სექტორისთვის გადაგვევადებინა საკრედიტო ვალდებულებები, ან მათ განეხორციელებინათ ე.წ. რესტრუქტურიზაციები. მთავრობისთვის მთავარი ამოსავალი წერტილი არის სამუშაო ადგილების შენარჩუნება. მთავარი პრობლემა, რომელიც ქმნის საჭიროებას იმისთვის, რომ მთავრობამ იმოქმედოს არის ის, რომ ამ კრიზისს აქვს განსაკუთრებული ხასიათი - ის პირდაპირ ზარალს აყენებს კომპანიას, რადგან უმცირდება მის ხელთ არსებული ფინანსური რესურსები, რომ გააგრძელოს საქმიანობა. სწორედ, აქ შემოდის სახელმწიფო თავისი როლით და ინსტრუმენტებით, რომ მაქსიმალურად მეტი ფინანსური რესურსი მიაწოდოს კომერციულ სექტორს და ამაზეა გათვლილი ის ღონისძიებები, რომლებიც დავაანონსეთ, მათ შორის დღგ-ს დაბრუნება, საკრედიტო-საგარანტიო სქემა, სადაც სახელმწიფო იღებს გარანტიას კომერციულ მსესხებლებზე, რომ თვითონ იქნება გარანტორი, როდესაც მეწარმე იღებს სესხს, რათა გადაიხადოს ხელფასები, იყიდოს პროდუქცია და ა.შ.,“- განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა